მთვარის დაბნელება ქალწულში „სისხლიანი მთვარე“ - განკურნების დროა, როგორც სულიერი, ასე ფიზიკური... დღეს მთვარე თბილისის დროით 15:33სთ ღრმა წითელ ფერში შეიღებება. ეს ხდება მაშინ, როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორის დგება, თითქოს ცა გვახსენებს, რომ ყოველ ციკლს თავისი პულსი აქვს.
ეს დაბნელება ხდება ქალწულის ნიშანში და აღნიშნავს დასრულების, გაწმენდისა და განწმენდის პერიოდს.
🔮 რას ნიშნავს ეს სულიერად?
☄️ ღრმა განწმენდა ქალწული მართავს სხეულს, ჩვევებს, ყოველდღიურ რუტინას და მსახურებას. ამ ნიშანში დაბნელება კარმული გაწმენდის მსგავსად მოქმედებს. ყველაფერი, რაც „უხერხულად კომფორტული“ იყო, ნელ-ნელა ინგრევა - დაუბალანსებელი ურთიერთობები, ცარიელი დაპირებები, ყველაფერი ზედმეტი, საკუთარ თავზე გადაჭარბებული მოთხოვნები. წითელი მთვარე აჩენს იმას, რასაც წესრიგი და ჰარმონია სჭირდება.
🩸 სისხლი, როგორც გვარის ხაზი წითელი ფერი მხოლოდ ინტენსივობა არ არის , ის ფესვიცაა. სისხლიანმა მთვარემ შეიძლება გაააქტიუროს წინაპრების მეხსიერება. დროა გადახედო მემკვიდრეობით მიღებულ შაბლონებს: შრომასთან, მსხვერპლთან, პერფექციონიზმთან და „დამსახურებასთან“ დაკავშირებით. ემსახურები რაიმეს სიყვარულით თუ უხილავი ვალის გამო?
🔥 ციკლების დასრულება ეს დაბნელება შეიძლება ნიშნავდეს დასასრულს სამუშაო თემებში, პროექტებში, ჯანმრთელობის ჩვევებში ან ისეთ ურთიერთობებში, სადაც მეტს გასცემ, ვიდრე იღებ. ქალწული გვასწავლის, რომ მსახურება მსხვერპლი არ არის - ეს არის დაბალანსებული შეთავაზება.
✨ სხეულისა და სულის თანხვედრა ქალწული აკავშირებს სულიერს ყოველდღიურობასთან. ეს დაბნელება გვაძლევს ერთ მკაფიო გზავნილს: შენი სულიერება მხოლოდ რიტუალებში არ ცხოვრობს, ის არის იმაში, როგორ ჭამ, როგორ გძინავს, როგორ ელაპარაკები საკუთარ თავს. მაგია ასევე ყოველდღიურობაშია: სამზარეულოში, გეგმებში, დისციპლინაში.
🔴 წითელი მთვარე გეკითხება: — სად ხარ ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ? — რას სჭირდება დალაგება, რომ შენი ენერგია თავისუფლად მოძრაობდეს? — რომელი ჩვევა „უშლის“ შენს შინაგან ნათებას? დაბნელება არ მოდის დასაშინებლად - ის მოდის იმისთვის, რომ დაგვანახოს. ეს არის დახურვის პორტალი, რომელიც ასუფთავებს ნიადაგს შენი უფრო სუფთა და ჰარმონიული ვერსიისთვის. მთვარე წითლდება, რადგან ჩრდილში შედის და შენც შეგიძლია შენი ჩრდილები გაიარო ისე, რომ შენი შუქი არ დაკარგო. ქალწული არ ეძებს სრულყოფილებას. ის ეძებს განზრახვის სისუფთავეს და ეს სისხლიანი მთვარე გვახსენებს, რომ განკურნება ნიშნავს შენი შინაგანი სამყაროს დალაგებას - სანამ შენი სული მშვიდად ამოისუნთქებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალებს შეუძლიათ პარტნიორზე გავლენის მოხდენა სინაზით და სიბრძნით“ - 3 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო
წყარო: www.facebook.com