Digest Logo

„დროა, გავაერთიანოთ ჩვენი ლოგიკა და ინტუიცია, რათა დავინახოთ ის ბრწყინვალე შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო გვთავაზობს!“ - მზე ტყუპების ზოდიაქოში გავიდა, რჩევები ასტროლოგისგან

1779427337
ქეთი ოდიშელი

2026 წლის 22 მაისს, გამთენიისას, ზუსტად 04:37 საათზე, სამყაროს ალგორითმი შეიცვალა. მზე გადავიდა მარჩბივის, იგივე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.

მარჩბივი პირველი ჰაერის სტიქია და მუტაბელური (ცვალებადი) ჯვრის ნიშანია. ამ ფაზაში სამყარო მაქსიმალურად ააქტიურებს ჩვენს ნეირონულ მოქნილობას, გვაძლევს საშუალებას ენა, იდეები, კონცეფციები და აზრები მატერიალურ ძალად ვაქციოთ.

კოსმიური მოგზაურობისას თითოეული ნიშანი უნიკალურ საფეხურს გადის:

ვერძის ნიშნით იწყება ისტორია და პირველადი იმპულსი

„მე ვარ“  .

მატერიალური დასტაბილურება ხდება კუროს ნიშანში

„მე მაქვს“  .

მარჩბივი კი არის გაანალიზების პირველი უმძლავრესი ტალღა  „მე ვფიქრობ“  .

ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო პირველად იხედება სარკეში და აფიქსირებს საკუთარი თავიდან შობილ დუალურ რეალობას.

ის აკვირდება ანარეკლს და ხვდება: მიუხედავად იმისა, რომ თავად (ისევე როგორც ეს სამყარო) ერთი მთლიანობაა, ის მაინც შედგება სხვა ნაწილისგან, თითქოს ძალიან მსგავსი, მაგრამ ამავე დროს რადიკალურად განსხვავებული საწყისისგან.

მარჩბივი „მარადიული ბავშვის“ არქეტიპს წარმოადგენს. მისი გონება საოცრად მოქნილი და მუდამ ღიაა სიახლეებისთვის, რაც კონკრეტული მახასიათებლებით გამოიხატება:

როგორც პირველი ჰაერის ნიშანი, ის იყენებს რაციონალურ, ფუნქციურ ლოგიკას აზრისა და ახსნის საძიებლად. ეს არის გონება, რომელიც სავსეა გენიალური კითხვებით, თუმცა ხშირად ჯერ არ გააჩნია საბოლოო პასუხები.

ის სამყაროსა და საკუთარ თავს უშუალო გარემოცვის (დედმამიშვილები, ნათესავები, მეზობლები, სასკოლო წრე) მეშვეობით შეიმეცნებს და ახდენს სოციალურ ადაპტაციას.

ტყუპების ნიშნით წარმოდგენილი „ტყუპი სულის“ ძიება, ფსიქოლოგიურად სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე ჩრდილოვანი მხარის ინტეგრაციის საჭიროება. ჩვენ ვერ გავხდებით მთლიანი, სანამ ჩვენს დაფარულ ნაწილს არ ვაღიარებთ.

ორაზროვანი ბუნება:

ის განასახიერებს პოლარობას: ღვთაებრიობა და მოკვდავობა, შავი და თეთრი, კეთილი და ბოროტი. ის არის რაციონალური ინტელექტი, მაშინ როდესაც მისი საპირისპირო ნიშანი მშვილდოსანი უნივერსალურ, ფილოსოფიურ მენტალობას მართავს.

მარჩბივის მმართველია პლანეტა მერკური (ჰერმესი), რომელიც იდეალურად ავსებს ამ ფსიქოტიპს. მერკური ერთადერთი ოლიმპოელი ღმერთია, ვისაც აქვს აბსოლუტური თავისუფლება და წვდომა სამ სამყაროში: ოლიმპოზე (ცნობიერი), მიწაზე (მატერია) და ჰადესის ქვესკნელში (არაცნობიერი/ჩრდილი).

ის არის ყველაზე მოქნილი, მოხერხებული, სწრაფი და ზუსტად გამოხატავს მატერიალური სამყაროს დუალობას. მერკური არ არის არც კეთილი და არც ბოროტი, ის არის მტრების მომრიგებელიც და ამავდროულად, დიდი შუღლის შემტანიც... ის არის ნამდვილი „ტრიქსტერი“.

ტიპიური მერკურიანელები საუკეთესოდ რეალიზდებიან ნეირომარკეტინგში, ჟურნალისტიკაში, PR-ში, NLP (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) ტექნოლოგიებსა და ციფრულ სფეროებში. მათი გონებაც და ხშირად სხეულიც ქამელეონივით მოქნილია.

თუმცა, აქ დამალულია მისი უდიდესი ძალაც და სისუსტეც: ის, რაც პროფესიაში აძლევს დიდებულებასა პროგრესის საუალებას, პირად ცხოვრებაში ხშირად ხდება ქაოსისა და უთანხმოების მიზეზი.

მერკურიანელს ყველაზე მეტად სჭირდება „დამიწება“ და ფუნდამენტის შექმნა, რადგან მისი ფრთები (რომლებიც

ტერფებზე აქვს შესხმული) მუდმივად გასაფრენად არის შემართული...  

მერკურიანელის 3 მთავარი საფრთხე:

1. მოწყენილობის პანიკური შიში.
2. არჩევანის გაკეთების საჭიროება.
3. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

მისთვის უდიდესი სტრესია კონკრეტულ, ერთადერთ ვარიანტზე შეჩერება. ყოველთვის, როდესაც ის ირჩევს ერთ გზას, მისი მეორე, დუალური ნაწილი ფარულად გლოვობს იმ მეორე, აუსრულებელ ალტერნატივას.

თუ ხარ მერკურიანელი და გსურს ცხოვრების დალაგება, უნდა ისწავლო ერთი მიზნის, ერთი პროცესის და ერთი ადამიანის ერთგულება, ისე, რომ ამავდროულად არ დაკარგო შენი ბავშვური, ცნობისმოყვარე ბუნება.

სამედიცინო ასტროლოგიაში მარჩბივი მართავს სამეტყველო აპარატს, მხრებს, ხელებს, ფილტვებსა და ნერვულ სისტემას და ყველაფერს, რისი საშუალებითაც ჩვენ ფიზიკურად ვეხებით, ვამუშავებთ და აღვიქვამთ გარე სამყაროს. ამ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად პირდაპირი სიგნალია და მიუთითებს ნათალურ რუკაში პლანეტა მერკურის დაზიანებაზე.

მითოლოგიურ პერსონაჟებში ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებენ კლასიკური ძმები დიოსკურები კასტორი და პოლუქს. ერთი მიწიერი და მოკვდავი (კასტორი), მეორე კი - ზევსის უკვდავი, უშიშარი ვაჟი (პოლუქსი), რომელმაც კრიზისები წარმატების ტრამპლინად აქცია. სწორედ მათ სახელს ატარებდა ანტიკური კოლხეთის უმდიდრესი სავაჭრო ცენტრი დიოსკურია (სოხუმი).

თუმცა, ამ ნიშნის არქეტიპული საწყისები ბევრად უფრო ღრმაა და ძველ ეგვიპტურ მისტერიებში მივყავართ: ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებენ ღმერთი შუ (იგივე ფტაჰი) - ჰაერის და მზის სხივების უზენაესი ღვთაება, და მისი ტყუპისცალი და მეუღლე, ქალღმერთი ტეფნუტი (იგივე სეხმეტი) - სინოტივის, ნამის, წვიმისა და ნაყოფიერების მრისხანე, ლომისთავიანი ქალღმერთი.

სწორედ ამ უძველესი, კოსმიური ტყუპების ენერგიის გააქტიურებით, როდესაც იუპიტერი ახლა პოლუქსის ვარსკვლავს გადის (5 ივნისამდე) დროა გავაერთიანოთ ჩვენი ლოგიკა და ინტუიცია და დავინახოთ ის ბრწყინვალე შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო გვთავაზობს!“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჰაკიმი კვარაცხელიაზე: გვიხარია, რომ აქ არის და ვიმედოვნებთ, ამ გზას გააგრძელებს

⭕ მზე ტყუპების ნიშანში გადავიდა: კომუნიკაციისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი