„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ Sky Sport-თან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.
მაროკოელ მცველს ჰკითხეს, იმსახურებს თუ არა, ის „კვარადონას“ მეტსახელს, რასაც ასეთი პასუხი გასცა.
„მან წარმოუდგენელი წლები გაატარა „ნაპოლიში“ და ახლა ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, ის ბევრს გვთავაზობს და ძალიან გვიხარია, რომ გვყავს.
გვიხარია, რომ აქ არის და ვიმედოვნებთ, რომ ამ გზას გააგრძელებს“, - განაცხადა ჰაკიმიმ.