Digest Logo

„ძველი მეთოდები არ მუშაობს, სცადეთ ახლებური მიდგომა“ - 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1752956067
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი  20 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

ჰოროსკოპი — 20 ივლისი

კლებადი მთვარე, 25/26 მთვარის დღე — კუროში / ტყუპებში

ვერძი — გამოიყენეთ თქვენი ხიბლი და იუმორი, რათა დაიმყაროთ სასარგებლო კავშირები. ახალი ნაცნობობა შეიძლება გადაიზარდოს ღრმა მეგობრობაში.

კურო კომუნიკაცია იოლად გამოგდით. კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის და მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ტყუპი — იღბლიანი და ნათელი დღეა. არ შეგეშინდეთ სიახლეების — რასაც თამამად მოსინჯავთ, შედეგს მოგიტანთ.

კირჩხიბი — მეგობრული განწყობა და ინიციატივა მიზნებამდე მიგიყვანთ. დღევანდელი ნაცნობობა მომავალში მნიშვნელოვანი გახდება.

ლომი — რთული საკითხების გადაწყვეტა დღეს სხვანაირი კუთხით შეგიძლიათ. შემოქმედებითი მიდგომა წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული — მოლაპარაკებები და საზოგადოებრივი კონტაქტები წარმატებით ჩაივლის. გამოიყენეთ ეს დღე ცოდნის გასაღრმავებლად.

 სასწორი — მეტი კომუნიკაცია = მეტი წარმატება. თუმცა ყველა ინფორმაციას ნუ ენდობით — გადაამოწმეთ და დაფიქრდით.

მორიელი — მნიშვნელოვანი ინფორმაცია გზას გაგიხსნით. ახალი ნაცნობობა პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

მშვილდოსანი — ძველი მეთოდები არ მუშაობს — სცადეთ ახლებური მიდგომა. ახალი ურთიერთობები შეიძლება სერიოზულად განვითარდეს.

თხის რქა — სწავლა და ახალი ცოდნის მიღება დღეს მეტ სიძლიერეს მოითხოვს. იყავით რბილი და მოწიწებით დიალოგში.

მერწყული — იყავით მოვლენების ცენტრში. რაც უფრო მეტს ესაუბრებით სხვებს, მით მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება.

თევზები — ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. გამოცდილ ადამიანებთან საუბარი შეცდომებისგან დაგიცავთ. ფრთხილად იყავით ფინანსურად.
 

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა დროს არის საშიშროება, რომ გველმა ადამიანს უკბინოს და რა უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკის მიზნით - ეს უნდა იცოდეთ! ტოქსიკოლოგის რეკომენდაციები

⭕„მარადიული კავშირი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„სასწაულ ფორმაში ხარ“ - რუსკა ქარქაშაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕„კონდიციონერი კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს და მის მიერ გამომშრალი ჰაერი უტოლდება საჰარას სიმშრალეს“ - რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის გამოყენების დროს