Digest Logo

„ძველი სტრუქტურების საბოლოო დაშლა და ახალი წესრიგის ფორმირება...“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

1770098880
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში თებერვლის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, 4 თებერვალს, სავსემთვარობის შემდეგ, ურანი აჩერებს რეტროგრადულ სვლას კუროს 27°27′-ზე და ხდება სტაციონარული, რის შემდეგაც მალევე გადადის დირექტიულ მოძრაობაში. ეს მომენტი კრიტიკულია. ცვლილებები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში შიდა დონეზე, ნელა და ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა, იწყებს გარე რეალობაში მკაფიო ფორმით გამოვლენას:

„2026 წლის თებერვალი, ასტროლოგიური მოვლენების მასშტაბურობისა და მათი სისტემური გავლენის თვალსაზრისით, წარმოადგენს თვეს, რომელიც მთელი წლის დინამიკას და „თამაშის წესებს“ ცვლის. აქ იწყება ახალი დროის კონტურების ჩამოყალიბება — ძველი სტრუქტურების საბოლოო დაშლა და ახალი წესრიგის ფორმირება.

ქრონოლოგიურად პროცესების განვითარება იწყება ურანით — 4 თებერვალს, სავსემთვარობის შემდეგ, ურანი აჩერებს რეტროგრადულ სვლას კუროს 27°27′-ზე და ხდება სტაციონარული, რის შემდეგაც მალევე გადადის დირექტიულ მოძრაობაში. ეს მომენტი კრიტიკულია: ცვლილებები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში შიდა დონეზე, ნელა და ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა, იწყებს გარე რეალობაში მკაფიო ფორმით გამოვლენას. ეს მოიტანს ფასეულობების გადაფასება და სტაბილურობის ძველი მოდელების დანგრევა, რათა მათ ადგილას უფრო მოქნილი, მაგრამ რეალობასთან შესაბამისი სტრუქტურები ჩამოყალიბდეს.

7 თებერვალს მერკური, ხოლო 10 თებერვალს ვენერა გადადის თევზებში. აზროვნება და კომუნიკაცია ხდება უფრო ინტუიციური, ემოციური და ასოციაციური. ვენერა თევზებში ეგზალტაციაშია, რაც ზრდის შემოქმედებით პოტენციალს, თუმცა პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება და მკაფიო კონტრაქტები ამ პერიოდში ნაკლებად რეკომენდებულია - მერკური განდევნილია თევზებში. ეს დრო უფრო შთაგონებისთვისა და შიდა პროცესებისთვისაა, ვიდრე გრძელვადიანი სტრატეგიული ვალდებულებებისთვის.

14 თებერვალს სატურნი საბოლოოდ ტოვებს თევზებს და გადადის ვერძში — სივრცეში, რომელსაც მომდევნო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში აღარ დაუბრუნდება. ეს მნიშვნელოვანი გარდატეხაა: თევზებში სატურნის გავლენა ხშირად გამოიხატებოდა გაურკვევლობაში, საზღვრების მოშლასა და პასუხისმგებლობების ბუნდოვანებაში. ვერძში გადასვლით სტრუქტურა ბრუნდება, მაგრამ სრულიად სხვა ხარისხით — მოქმედებაზე დაფუძნებული წესრიგი, ინიციატივა, პასუხისმგებლობის პირადად აღება.

17 თებერვალს ხდება მზის სრული დაბნელება მერწყულის 28°-ზე, კრიტიკულ გრადუსზე. მზე და მთვარე ქმნის კვადრატს უკვე დირექტიულ ურანთან, რაც ამძაფრებს მოულოდნელობასა და კოლექტიურ შოკს. ეს დაბნელება პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივ წესებს, ძალაუფლების გადანაწილებას, სოციალურ კონტრაქტებსა და კოლექტიურ არჩევანს. ცვლილებები აქ უკვე გარდაუვალია.

პროცესების კულმინაცია მოდის 20 თებერვალს, როდესაც სატურნი და ნეპტუნი ზუსტად ერთიანდებიან ვერძის 0°44′-ზე. ეს იშვიათი შეერთება, რომელიც დაახლოებით 37 წელიწადში ერთხელ ხდება, საბოლოოდ შლის ილუზიებზე აგებულ სისტემებს და ქმნის ახალი რეალობის საწყის კოდს. ის, რაც აღარ მუშაობს, ამ ეტაპზე უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება.

და ბოლოს, 27 თებერვალს მერკური იწყებს რეტროგრადულ სვლას თევზების 22°-ზე — ეს არის კიდევ ერთი შანსი და სივრცე გააზრებისთვის, გადახედვისთვის და პროცესების დასრულებისთვის.

თებერვალი თვე - წლის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდია. აქ ურანი იწყებს ცვლილებების რეალურ განხორციელებას, ხოლო სატურნი ახალ წესრიგის შექმნას. თითოეულ მოვლენაზე დეტალურად, თვის განმავლობაში დავწერ“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ფუნდამენტური რყევა და ქაოსი, რომელიც წარსულს მომავლისთვის ანგრევს, გამოწვევაა მოწესრიგებული ევოლუცია“ - ასტროლოგი პლანეტა ურანზე

დათი ქოქრაშვილი 12 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მან დაბადების დღე

„ენერგიის, ნებისყოფისა და სიმამაცის პლანეტის – მარსის დღეა...“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის