Digest Logo

„ფუნდამენტური რყევა და ქაოსი, რომელიც წარსულს მომავლისთვის ანგრევს, გამოწვევაა მოწესრიგებული ევოლუცია“ - ასტროლოგი პლანეტა ურანზე

1770098388
პლანეტა ურანი

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, პლანეტა ურანის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ურანი ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ადამიანებისა და თაობების უჩვეულო ცვლილებებთან, გავლენას ახდენს მასების აზროვნებასა და ქმედებებზე. მისი ვიბრაციები სცილდება ჩვეულებრივ სამგანზომილებიან სივრცეს და გადადის მეოთხე განზომილებაში:

„ურანი-კოსმოსური განმათავისუფლებელი და მომავლის ენერგია.

ასტრონომიული თვალსაზრისით, ურანი არის პლანეტა, რომელიც სრულიად გამორჩეული, ინდივიდუალური გზით მიდის. მისი აღმოჩენა 1781 წლის 13 მარტს გერმანული წარმოშობის ინგლისელი კომპოზიტორისა და ასტრონომის, სერ უილიამ ჰერშელის მიერ, სიმბოლურად დაემთხვა საფრანგეთის რევოლუციას, რაც ამ პლანეტის მეამბოხე ბუნებას უსვამს ხაზს.

ურანის ბრუნვის ღერძი თითქმის ზუსტად მისი ორბიტის სიბრტყეშია, ხოლო მისი თანამგზავრები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. მზის გარშემო სრულ წრეს იგი 84 წელიწადს ანდომებს, ხოლო თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში 7 წლის განმავლობაში მოძრაობს, რაც მას თაობათა ცვლილების მთავარ ინდიკატორად აქცევს.
ურანი სატურნის მიღმა მდებარეობს და შეუიარაღებელი თვალით უხილავია. იგი ითვლება პირველად სამი უმაღლესი, გვიან აღმოჩენილი პლანეტიდან (ურანი, ნეპტუნი, პლუტონი). ეს არის ოკულტური, რევოლუციური და უჩვეულო ციური სხეული, რომელიც მართავს მერწყულის ნიშანს და ამ ნიშნის ადამიანების შინაგან, ქვეცნობიერ და მაგიურ უნარებს.

ურანი ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ადამიანებისა და თაობების უჩვეულო ცვლილებებთან, გავლენას ახდენს მასების აზროვნებასა და ქმედებებზე. მისი ვიბრაციები სცილდება ჩვეულებრივ სამგანზომილებიან სივრცეს და გადადის მეოთხე განზომილებაში. მას ხშირად ბედის პლანეტას უწოდებენ, რადგან მისი გავლენით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში ბედისწერა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამ პლანეტის უმთავრესი ამოცანა კაცობრიობის მომზადება და სულიერი ცოდნის ახალ საფეხურზე გადაყვანაა. ურანისეული ადამიანი საზოგადოებაში ხშირად „მახინჯი იხვის ჭუკივითაა“, რადგან გარშემომყოფებისთვის რთულია მათი გაგება. ამ პლანეტის დადებითი გავლენის ქვეშ მყოფთა საქმიანობა პროგრესული, გამომგონებლური და კვლევითი ხასიათისაა; მათი ყოველი ქმედება კაცობრიობის სასარგებლოდაა მიმართული. ურანის ენერგიის დადებითად გამოყენება მხოლოდ სუფთა, მიუკერძოებელ და გონებაგახსნილ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ანგარებისა და ფარული მოტივების გარეშე მოქმედებენ.

ურანს ხშირად „განმათავისუფლებელს“ უწოდებენ, რადგან ის აზროვნებაში სრულიად ორიგინალურ ტენდენციებს ამკვიდრებს, ზრდის ინტუიციასა და ტელეპატიურ შესაძლებლობებს, გონებას კი ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობისკენ ხსნის. იგი ბუნების უმაღლესი კანონების მკაცრი დაცვით მოქმედებს და იძლევა უზარმაზარ ოკულტურ ძალას. თუ ამ ძალის მფლობელი მას სუფთა მიზნებისთვის გამოიყენებს, იგი კაცობრიობის გზავნილის გამტარ მისიონერად იქცევა.

ამ ენერგიის მქონე ასტროლოგი დაკავებული უნდა იყოს არა ბედის წინასწარმეტყველებით, არამედ კოსმოსური გზავნილების სულიერი ინტერპრეტაციით, ხოლო ფინანსისტი - საკუთარ სახსრებს საერთო კეთილდღეობას უნდა ახმარდეს.

სატურნის ილუზიური კედლების გარღვევა და ურანის დონეზე გასვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა გავაცნობიერებთ, რომ ინდივიდის ბედნიერება საზოგადოების უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული და პრინციპი „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ჩვენი ცხოვრების წესად იქცევა.

სატურნი წარმოადგენს ხილულ, ფიზიკურ სამყაროს, ურანი კი არის კედლის ბზარი, რომლის მეშვეობითაც ხდება იმის გაცნობიერება, რომ არსებობს რაღაც უფრო დიადი, რაც სცილდება სტერეოტიპებს.

ურანის ბუნება ნეიტრალურია - ის თანაბრად მოიცავს კონსტრუქციულ და დესტრუქციულ ძალას. მისი მოქმედება ჰგავს თავისუფალ სუნთქვას სატურნის რთული ამოცანების გადალახვის შემდეგ, თუმცა, თუ ჩავეჭიდებით მოძველებულ იდეებს, მასთან ურთიერთობა სამყაროს დასასრულს დაემსგავსება.

ურანი გვასწავლის მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას, რაც აუცილებელია ნეპტუნისა და პლუტონის ენერგიებთან შესახვედრად, რომლებიც შეცდომებს არ პატიობენ. მისი პოზიცია რუკაში მიგვითითებს იმ სფეროზე, სადაც ძირეული ცვლილებებისთვის უნდა მოვემზადოთ.

ასტროფსიქოლოგიაში უმნიშვნელოვანესია ურანის ციკლები და მისი ტრანზიტები ნატალურ პლანეტებთან, რაც ხშირად იწვევს ცხოვრებისეულ კრიზისებსა და ფსიქიკურ გარდატეხებს.

ურანი არის ფუნდამენტური რყევა და ქაოსი, რომელიც წარსულს მომავლისთვის ანგრევს. მისი გამოწვევაა მოწესრიგებული ევოლუცია, რომელიც წარსულიდან საუკეთესოს იღებს და მას მომავლის შესაძლებლობად აქცევს. მისი გამოვლინება ყოველთვის იმპულსური და მოულოდნელია; იგი ანადგურებს მოძველებულ სტრუქტურებს, ჩვევებსა და ტრადიციებს, რათა სტიმული მისცეს ორიგინალურობასა და უნიკალურობას.

მერკური რაციონალური და ასოციაციური აზროვნებაა, ურანი კი მისი უმაღლესი დიაპაზონია - უნივერსალური, ინტუიციური და ალოგიკური გონება, რომლის შეკავებაც შეუძლებელია.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მერწყულის ეპოქაში, სადაც სამყარო ურანის ვიბრაციებზეა მომართული. პლუტონის გადასვლა მერწყულში კიდევ უფრო აძლიერებს ამ გავლენას. ტრანზიტული ურანი, რომელიც 2019 წლიდან კუროშია, 2026 წელს ტყუპებში გადაინაცვლებს. თაობები ურანის მდებარეობის მიხედვით ასე ნაწილდებიან:

* 1968–1975: სასწორი
* 1975–1981: მორიელი
* 1981–1988: მშვილდოსანი
* 1988–1996: თხის რქა
* 1996–2003: მერწყული
* 2003–2011: თევზები
* 2011–2019: ვერძი

ურანი ასოცირდება კოსმოსურ აღმოჩენებთან, ავიაციასთან, ინტერნეტსა და კომპიუტერულ ეპოქასთან. მისი უარყოფითი მხარეებია მოუთმენლობა, მტკივნეული გამოცდილებები და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება. თუმცა, მისი ასპექტი ვენერასთან მუსიკალურ გენიას ბადებს, ხოლო მზესთან - არაჩვეულებრივ ლიდერს. ურანის მოქმედება დღეს ყველაზე მეტად ვლინდება ასტროლოგიისადმი მზარდ ინტერესსა და სულიერ გამოღვიძებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

დათი ქოქრაშვილი 12 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მან დაბადების დღე

„ენერგიის, ნებისყოფისა და სიმამაცის პლანეტის – მარსის დღეა...“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„მალე დაბნელებების დერეფანი დაიწყება! წამოვა უამრავი დეზინფორმაცია“ - უჩა სიხარულიძის ასტროპროგნოზი