Digest Logo

ძველი წყენა, დაფარული გრძნობები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - რა შეიცვლება რეტროგრადული პლანეტების გავლენით 15 ნოემბრამდე? - აკაკი გოგოლაძის განმარტება

1792051351
აკაკი გოგოლაძე

ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე რეტროგრადული პლანეტების პერიოდზე საუბრობს და განმარტავს, რა თემებზე ღირს ყურადღების გამახვილება ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე. მისი თქმით, ეს პერიოდი წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრების, ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადახედვისა და საკუთარ ემოციებზე მუშაობისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

როგორც ასტროლოგი სოციალურ ქსელში წერს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვენერასა და მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მორიელის ნიშანში. მისი ინტერპრეტაციით, ამ პერიოდში შესაძლოა გააქტიურდეს ძველი წყენები, გამოუხატავი ემოციები და ურთიერთობებში დაგროვილი კითხვები.

„რეტროგრადული პლანეტების პერიოდი 

ოქტომბერი - ნოემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდი

რა შეცდომები მაქვს წარსულში დაშვებული და როგორ გამოვასწორო?

ცაზე ამჟამად გვაქვს 4 რეტროგრადული პლანეტა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ვენერას რეტროგრადულობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც გაგრძელდება 14 ნოემბრამდე. ასევე მერკურიც იწყებს უკუსვლას 24 ოქტომბერს და გაგრძელდება 14 ნოემბრამდე, 13 ნოემბერი იქნება მნიშვნელოვანი დღე რადგან მერკურიც და ვენერაც სტაციონალურ (გაჩერებულ) მდგომარეობაში იქნებიან. 

პლანეტის რეტროგრადულობა დაკავშირებულია წარსულში დაბრუნებასთან და იმ პლანეტის საკითხებში ჩაღრმავებასთან, რომელიც რეტრო ხდება. ვენერა რეტროგრადული ხდება წელიწად-ნახევარში ერთხელ, ეს პერიოდი კი საშუალებას გაძლევთ დაფიქრდეთ თქვენს მიდგომებზე ურთიერთობებში, რა შეცდომები დაუშვით წარსულში, სად გააკეთეთ არასწორი არჩევანი?

დაფიქრდით თქვენს ფასეულობებზე, ღირებულებებზე და სურვილებზე, რა ფასს ადებთ საკუთარ ენერგიას, სწორად არის თუ არა გადანაწილებული თქვენი პრიორიტეტები, რასაც აკეთებთ ეს ნამდვილად თქვენი არჩევანია თუ გარედან შემოსული სურვილებია?

როგორი ხართ ხარჯვაში და რამდენად სწორად ანაწილებთ რესურსებს?

ამჯერად ვენერა მორიელის ნიშანშია რეტრო, სადაც განდევნილ პოზიციაშია, ამიტომაც ვენერას თვისებები უფრო შესუსტდება და იგრძნობთ მეტ დაძაბულობას, ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება, შესაძლებელია კონფლიქტები იყოს ძველი წყენებისა და წარსულში გამოუხატველი ემოციების გამო. 

ვენერასთან ერთად მერკურიც რეტროგრადულია, ისიც ასევე მორიელში, ეს საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ერთის მხრივ მძიმე და ფსიქოლოგიურად დაძაბული, მორეს მხრივ კი საკმაოდ საინტერესო თუ სწორად გამოვიყენებთ.

როდესაც პლანეტა რეტროგრადული ხდება, მუხრუჭდება და რთულად ვლინდება ამ პლანეტის ენერგიები და ადამიანებს უჭირთ ადეკვატურად გამოავლინონ ამ პლანეტის თვისებები. ვენერას შემთხვევაში შესაძლებელია გაგიჭირდეთ სიყვარულისა და გრძნობების გამოხატვა, ვერ ჩამოყალიბდეთ პრიორიტეტებში და გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება.

შესაძლებელია, იგრძნოთ გრძნობების გაციება, ურთიერთობებში შემოვიდეს მეტი პესიმიზმი, შიშები, პარანოია, და ეჭვები, შესაბამისად ამ პერიოდში მოგეთხოვებათ მეტი დაკვირვება და კონტროლი საკუთარ თავზე. მერკურის რეტროგრადულობის დროს კი ადამიანის გონებრივი პროცესები ნელა მიმდინარეობს და ინფორმაციის გააზრება გვიან ხდება. ამიტომაც, ამ პერიოდში ადამიანებს ერთმანეთის გაგება, თავიანთი სათქმელის სწორად და გამართულად გადმოცემა უჭირთ. ამ დროს რეკომენდებული არ არის ახალი საქმეების დაწყება, ოპერაციების გაკეთება, (თუ გადაუდებელი არ არის) საბუთებთან შეხება და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება.

ასევე, რეტროგრადულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ახალი ტექნიკის შეძენა.

ამ პერიოდში შესაძლებელია, ძველმა კონტაქტებმა და ისეთმა საქმეებმა შეგახსენოთ თავი, რომლებიც ადრე დაიწყეთ და დასასრულებელი დაგრჩათ. კარგი იქნება თუ, ამ პერიოდში, მოაგვარებთ ძველ საქმეებს, უკვე დაწყებულ საქმეებს. 

მერკურისა და ვენერას ერთად რეტროგრადულობა მორიელში:  

ეს იქნება პერიოდი როდესაც ზედაპირზე ამოვა დაფარული გრძნობები, წყენები, უთქმელი სიტყვები და სიმართლე რომელსაც შესაძლებელია დიდი ხანი თავს არიდებდით. ეს პერიოდი იქნება ძალიან ინტენსიური და ტრანსფორმაციული, როდესაც იძულებულები გახდებით ჩაუღრმავდეთ ყველაფერს, იმუშაოთ თქვენს ემოციებზე და იმ პრობლემებზე რაც ქვეცნობიერში განდევნეთ და არ გამოავლინეთ, შესაბამისად ეს პერიოდი კარგად უნდა გამოიყენოთ თქვენს ფსიქიკაზე სამუშაოდ. 

ეს პერიოდი ყველაზე გავლენიანი და ტრასფორმაციული იქნება მათთვის ვისაც აქვთ პირველ რიგში სასწორისა და კუროს გავლენა, ასევე ქალწულისა და ტყუპების. 

დააკვირდით რომელ სახლში იქნება მერკური და ვენერა თქვენს რუკაში რეტროგრადული, რადგან სწორად იმ თემებს შეეხება, სადაც გაივლის“, - წერს ასტროლოგი.

✕