Digest Logo

🎥 „ძველი წყენა დატოვეთ წარსულში...“- 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1729837817
ნინა სუსლოვა

ვის ელის ცვლილებები პირადში, ვინ გადავა ურთიერთობის ახალ ეტაპზე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი გაიცნობს თავის მეორე ნახევარს დღეს, 25 ოქტომბერს? - აღნიშნულ თემებზე ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა ეს დღე დაძაბული და ენერგეტიკულად ძლიერია. მისი თქმით, არ არის სასურველი უსაქმოდ ყოფნა და შესაძლოა ადამიანებს მეტად შურდეთ ერთმანეთის.

♈ვერძი

არ გაბრაზდეთ წვრილმანების გამო და არ იყოთ ემოციურები. რაღაც მომენტში გირჩევთ პაუზა აიღოთ და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა დაუფიქრებელმა ქმედებამ სასურველი შედეგი არ მოგიტანოთ.

♉კურო

მოემზადეთ იმპროვიზაციისა და ექსპერიმენტებისთვის. ეს დღე ერთგვარი გამოწვევა იქნება. გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები მაქსიმალურად, რომლებიც დღეს მოგეცემათ. ნაკლებად მოუსმინეთ სხვას და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ.

♊ტყუები

მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. დაიცავით თქვენი პოზიციები და არ4 იყოთ ზედმეტად გულახდილები. შესაძლოა თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ. ის ინფორმაცია რომელსაც გაუზიარებთ სხვებს, თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

♋კირჩხიბი

არ გადაუხვიოთ მორალურ პრინციპებს და დარჩით საკუთარი თავის ერთგული. სხვა ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ.

♌ლომი

დადებითი დღე არის ნებისმიერი საქმიანობისთვის. ელოდეთ ცვლილებებს პირად და სასიყვარულო ურთიერთობაში. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი დიდი ალბათობაა დღეს გაიცნოთ სასურველი და შესაფერისი ადამიანი.

♍ქალწული

ნეიტრალური დღეა, თუმცა არ არის სასურველი იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებენ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, დღე სახლში გაატარეთ მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავს.

♎სასწორი

დღე საკმაოდ ნაყოფიერია, კარგია ნებისმიერი მიმართულებით. რასაც ხელს მოჰკიდებთ ყველაფერი მარტივად და კარგად გამოგდით. ენერგია ნამდვილად გაქვთ იმისთვის, რომ შეუძლებელი შეძლოთ. იმოქმედეთ და არ გაჩერდეთ.

♏მორიელი

დღეს სრული წესრიგი მოგეთხოვებათ. დაგეგმეთ ყველაფერი სწორად და სიფრთხილით, რადგან ქაოსმა შესაძლოა ყველაფერი აგირიოთ. ეცადეთ სწორად იმოქმედოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს.

♐მშვილდოსანი

გექნებათ ძალიან კარგი მუხტი და ენერგია. მიიტანეთ დღის ბოლომდე სწორად ეს ენერგია და გამოიყენეთ იმისთვის რაშიც ნამდვილად გჭირდებათ. ძველი წყენა დატოვეთ წარსულში.

♑თხის რქა

მნიშვნელოვანია სიფრთხილე, განსაკუთრებით ფინანსური მიმართულებით. არ არის სასურველი რაიმე სახის შენაძენის ან ფინანსური საკითხის გადაწყვეტა. თავი მოუყარეთ და წერტილი დაუსვით ადრე დაწყებულ საქმეებს.

♒მერწყული

ნაყოფიერი დღე გელოდებათ, თუმცა მნიშვნელოვანია სწრაფად ადაპტირება იმ სიტუაციების მიმართ, რომლებიც დღეს შეგექმნებათ. ამ შემთხვევაში მარტივად მიაღწევთ წარმატებას.

♓თევზები

დღეს შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ბევრ ადამიანს დასჭირდეს თქვენი დახმარება. იყავით თავდაჯერებულები და აქტიურები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „გინახავთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა აქვს...“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე?

რას ნიშნავს „მეთოდი 369“, რომელიც სურვილების ასრულებაში გვეხმარება