Digest Logo

🎥 „გინახავთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა აქვს...“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე?

1729832944
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ამჯერად იგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მორიგ მძიმე ისტორიას ჰყვება გაშვილებულ ბავშვთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა:

„თქვენ გინახავთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა აქვს? - მე მინახავს. ეს ადამიანი ლიკა ჯიშკარიანია, რომელიც ზესტაფონის სამშობიაროში დაიბადა და ზესტაფონის სამშობიაროშივე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დღეს ლიკა ჯიშკარიანმა ბიოლოგიური დედა, გენეტიკური ტესტის დახმარებით იპოვა. როგორც გაირკვა ლიკას დედამ ჩვენი პოდკასტი ნახა, სასწრაფოდ დაუკავშირდა ლიკას და გაიკეთეს გენეტიკური ტესტი. ლიკა იყო ოჯახში პირველი შვილი, მას შემდეგ ოჯახს კიდევ ორი შვილი გაუჩნდა. დეტალებს ცოტა ხანში მოგვიყვება მანამდე კი მივულოცოთ“,- ამბობს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რას ნიშნავს „მეთოდი 369“, რომელიც სურვილების ასრულებაში გვეხმარება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის ნოემბერი განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული იქნება

ნათია დუმბაძის უფროსი ვაჟი 17 წლის გახდა - როგორ მიულოცა მომღერალმა შვილს დაბადების დღე