როგორც უკვე ვიცით, 2026 წელს ძალიან ბევრი ცეცხლის სტიქია იყრის თავს. როდესაც რომელიმე ელემენტი ჭარბად არის წარმოდგენილი ის თავის ნეგატიურ გამოვლინებას იძლევა. ცეცხლის შემთხვევაში ეს არის: კრიზისი, აგრესია, ძალმომრეობა, ხანძარი, ფეთქებადი სიტუაციები, დანაკარგები ა.შ.
იმისათვის, რომ ცეცხლის ენერგია „ჩავაცხროთ“ საჭიროა წყლის ელემენტის შემოტანა. ამისათვის საცხოვრებელ სივრცეში ძალიან სასარგებლოა მთვარის სექტორის გააქტიურება (მთვარე განსაკუთრებით მოქმედებს ქალებზე და ამგვარად ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ).
მთვარის გააქტიურება ეხმარება:
ნებისმიერი ურთიერთობის გაუმჯობესებას, დარღვეული კავშირების აღდგენას (მათ შორის ნათესაური კავშირებისაც), გაუგებრობების, უთანხმოების, ჭორების, ცილისწამების აღმოფხვრას, ატმოსფეროს გაუმჯობესებას, ქალებისთვის მხარდაჭერის მოზიდვას, ქალის ცხოვრებაში ბედნიერი მოვლენების მოზიდვას, აბალანსებს ცეცხლის სტიქიის აგრესიულ გამოვლინებას.
ახლა კი ინებეთ მთვარის სექტორის გააქტიურება.
როდი?
7 მარტი, 04:06 სთ. ან/და 08:10 სთ. თქვენი დროით.
დასავლეთი 2 202,6 – 277,5 გრადუსი
როგორ ვააქტიურებთ:
მითითებული დროის შუალედში მთვარის სექტორში ვრთავთ შადრევანს, ან ვენტილიატორს. შეგიძლიათ მოათავსოთ აკვარიუმი, მობილური მექანიზმები.
თავად მოთავსდით იგივე სექტორში, ზურგით სამხრეთ-აღმოავლეთისკენ და ჩაიწერეთ სფეროს შესაბამისი სურვილი/მიზანი (ახლანდელ დროში, პოზიტიური შედეგით).
ამჯერად აქტივაციას არ აკეთებენ ძაღლის წელში დაბადებულები
გისურვებთ ყველა კეთილი სურვილის ასრულებას“, - წერს თამო შავლიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცოტას დავისვენებ და გაგიზიარებთ რა გამოვიარეთ...“ - რუსკა ქარქაშაძე საქართველოშია