Digest Logo

„ელოდეთ ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებას და პოზიტიურ ცვლილებებს“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის

1769508469
კუროს ჰოროსკოპი

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია როგორც „ანა მზიანი“ - თხის რქებისთვის თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

მისივე განმარტებით, თებერვალში თხის რქებს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებები ელით, რომლებიც გავლენას მოახდენს ფულზე, ურთიერთობებზე, კარიერასა და პიროვნულ განვითარებაზე.

2 თებერვალს, 02:08-ზე სავსემთვარეობა გველოდება ლომში - შესაძლებლობა მოგეცემათ დაფაროთ ვალი, სესხი; პარტნიორთან ერთად დააბანდოთ ფული საერთო საქმეში, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. ზოგიერთი მიიღებთ ფულად დახმარებას, ალიმენტს ან მემკვიდრეობას. კარგი იქნება, თუ მოაგვარებთ დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხს, ან შეიძლება რაღაცის საყიდლად პირველადი შენატანი გააკეთოთ. თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა.

5 თებერვალს მერკური დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული დღეა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ინტერნეტი აურევს ან ელექტრონივთები გამოვა წყობიდან. შეიძლება შეგეცვალოთ შეხვედრა, განრიგი, მოერიდეთ ფინანსურ რისკს და ფულის გამო კამათს.
 
6 თებერვალს მერკური თევზებში გადავა და დარჩება შუა აპრილამდე - გახშირდება მიმოსვლა მოკლე მანძილზე, ინფორმაციის მიღება, უნდა მოაწესრიგოთ საბუთები, უნდა შეაღოთ ყველა კარი. კარგი იქნება რამის შესწავლა. გახშირდება გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია; მეგობრებთან შეხვედრები. გადმოეცით თქვენი აზრები და ემოციები ფურცელზე.
 
8 თებერვალს ვენერა კვადრატში ურანთან - ისევ ფულის გამო იქნება კამათი. ნუ შეიძენთ ნურაფერს. მოერიდეთ ექსპერიმენტებს გარეგნობაში, ურთიერთობაში.
 
10 თებერვალს მერკური კვადრატში შავ მთვარესთან - ამ დღეს უნდა დააკვირდეთ, სწორად გაიგო თუ არა მოსაუბრემ თქვენი ან თქვენ ხომ არ გეგონათ რამე? ეცადეთ, თქვენი აზრები გასაგებად მიიტანოთ ოპონენტთან. გარდა ამისა, მოერიდეთ ჭორებს, ცილისწამებას.
 
10 თებერვალს ვენერა თევზებში გადავა 7 მარტამდე - სწავლა და საქმეების მოგვარება უფრო სასიამოვნო გახდება. იოლად მოაგვარებთ აქამდე უსიამოვნო საკითხებს, იქნება შეხვედრები რომანტიკულიც და მეგობრულიც. გააფორმებთ თქვენთვის სასარგებლო ხელშეკრულებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, წარმატება გელით ვაჭრობის სფეროში. შეიძლება შეიძინოთ ლამაზი აქსესუარები.
 
12 თებერვალს მერკური შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - დააკვირდით რა ინფორმაციას მიიღებთ ამ დღეს. დაგებადებათ ახალი იდეები და ჩაიწერეთ. ზოგიერთი ბიზნესის განვითარებას შეძლებთ; დაიწყებთ სწავლას; იყიდით ავტომობილს ან დაიწყებთ მანქანის მართვის სწავლას.
 
14 თებერვალს სატურნი ვერძში გადადის - მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ოჯახის, სახლის და უძრავი ქონების მიმართ. შეიძლება დაგეკისროთ ახალი ვალდებულება ან ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობის გამოჩენა გახდეს საჭირო.
 
16 თებერვალს მერკური ჰარმონიულ ასპექტშია იუპიტერთან - პარტნიორებთან შეხვედრა, ხელშეკრულების გაფორმება, სასიამოვნო საყიდლები და საჭირო ინფორმაციის მიღების დღეა. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული მომსახურების სფეროსთან, ახალი კლიენტები გამოგიჩნდებიან.
 
17 თებერვალს 16:13-ზე ახალმთვარეობა და წლის პირველი მზის დაბნელება გველოდება მერწყულში. ამავე დღესვე გველოდება აღმოსავლური ახალი წელი და დადგება ცეცხლოვანი ცხენის წელი. დაელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, შეიძლება მიიღოთ, დაიკავოთ სასურველი ვაკანსია. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო ან დააბანდოთ ფული საკუთარ განვითარებაში, ჯანმრთელობაში.
 
18 თებერვალს ვენერა შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - სასიამოვნო ადამიანთან შეხვედრა შეიძლება საქმიან ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ეცადეთ, ფული დააბანდოთ სწავლაში, ინსტრუმენტების შეძენაში. ზოგიერთს გელოდებათ ქალთან შეხვედრა, რაც შეგიცვლით მომავალს.
 
20 თებერვალს სატურნი და ნეპტუნი ვერძში შეერთდებიან - გადახედეთ თქვენს სახლს, დააყენეთ სანდო საკეტი, შეამოწმეთ წყალგაყვანილობა; უფრო მეტად უნდა გააძლიეროთ სახლის დაცვა. საკუთარი სახლის განმგებელი უნდა გახდეთ და არც საეჭვო ტიპები არ უნდა შემოუშვათ სახლში და შინაც ყველაფერი იდეალურად მოწესრიგებული უნდა გქონდეთ.
 
22 თებერვალს ვენერა მეგობრულ კავშირშია იუპიტერთან - თავისუფლებს გელოდებათ რომანტიკული შეხვედრა ან შეხვედრა გავლენიან ადამიანთან, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი გააფორმებთ თქვენთვის სასარგებლო ხელშეკრულებას, მიიღებთ ფულს, საჩუქარს.
 
26 თებერვალს მერკური რეტროგრადული ხდება 21 მარტამდე - თუ სწავლობთ, ამ დღიდან ყველაფერს მეტად უნდა დაუკვირდეთ, თუ საბუთები უნდა მოაგვაროთ, ჯობია გადადოთ ან მაქსიმალურად ყურადღებიანი იყოთ. ეს არის დოკუმენტების გადაკეთების, გამოცდების გადაბარების დრო. შეიძლება გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრები ან მოგიწიოთ ისევ იმ ორგანიზაციების, ადგილების მონახულება, სადაც უკვე იყავით.
 
27 თებერვალს მარსი დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული, აგრესიული და ფეთქებადი დღეა, აკონტროლეთ ემოციები. იქნება შეფერხებები, რაღაც შეიძლება დაიმტვრეს, მწყობრიდან გამოვიდეს. ნუ იქნებით სულსწრაფი, სწრაფად ვერაფერს მოაგვარებთ და უსიამოვნებებს მოიმატებთ. იქნება გაუთვალისწინებელი ხარჯიც.
 
27 თებერვალს მზე შეერთებაშია ჩრდილოეთის კარმულ კვანძთან - ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, რისი სწავლა გსურთ, რომ თქვენი უნარები უკეთესი გახდეს და მიაღწიოთ კარიერულ წარმატებას, ზოგადად, წარმატებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.