Digest Logo

🎥 „ემოციები და განცდები, რომელიც სამყაროში ტრიალებს თქვენთვის შემაწუხებელი გახდება“ - 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1728453575
ანზორ ოდიშარია

ვის გაუმართლებს დღეს, 9 ოქტომბერს პირად ურთიერთობებში და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკური? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.

როგორც ანზორ ოდიშარიამ აღნიშნა, დღე იწყება სენტიმენტალურად თუმცა მეორე ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება.

ვერძი

გეძლევათ საშუალება, ყველა ის მინიშნება, რომელიც მიიღეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში დღეს გამოიყენოთ. გჭირდებათ ადამიანების სწორად შეფასება, მათი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.

კურო

შეგილიათ მიმართოთ გარკვეულ პროცედურებს, გაილამაზოთ თავი ან იმიჯი შეიცვალოთ, იმისათვის რომ წვლილი შეიტანოთ ენერგეტიკის გაუმჯობესებაში. სამყარო გეხმარებათ ყველაფერი ის განახორციელოთ, რაც აქამდე გსურდათ. პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების დროა.

ტყუპები

განათლების, ცოდნის მიღების, საკუთარ თავზე ზრუნვის დღეა. შეგიძლიათ წამოიწყოთ ისეთი რაღაცები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

კირჩხიბი

ეცადეთ დღის განმავლობაში თქვენი ემოციები და განცდები არ იყოს გადამდები, შემაწუხებელი სხვებისთვის, იმიტომ რომ ამის გამო შესაძლოა აგრესიის მუხტი წამოვიდეს თქვენს მიმართ. ცოტა ბრძოლა მოგიწევთ თქვენი პოზიციის დასაცავად. საღამო კარგად დასრულდება.

ლომი

გაქვთ ნიშანი იმისა, თუ ვინ არის ნამდვილად თქვენს გვერდით და ვინ გატყუებთ. ადამიანები დღეს საკუთარ თავს დაგანახვებენ. უნდა დააკვირდეთ და სწორად აღიქვათ - ვის რა მოვალეობა აქვს.

ქალწული

საჭიროა თქვენი ჩართულობა ირგვლივ მყოფების ცხოვრებაში და უნდა დაანახვოთ ძალა, რომელიც გაქვთ. სამყარო გეხმარებათ იმაში, რომ თქვენი უნარების სწორად წარმართვა ისწავლოთ. თუ ასე მოიქცევით სამყარო სიურპრიზებით დაგაჯილდოებთ.

სასწორი

მნიშვნელოვანია, რომ დღეს არ შეცდეთ. ემოციები და განცდები, რომელიც სამყაროში ტრიალებს თქვენთვის შემაწუხებელი გახდება. შესაძლოა თქვენს საყვარელ ადამიანს ან ოჯახის წევრებს აწყენინოთ იმის გამო, რომ ემოციურად ვერ გაუგოთ მათ. დღის განმავლობაში იყავით ფრთხილად თქვენს ემოციებთან.

მორიელი

დღეს თქვენი ემოციები სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. კარგი პერიოდი გაქვთ და სწორედ იმას იღებთ, რაც გსურთ. მიიღეთ ის სიკეთე, რომელსაც სამყარო გთავაზობთ.

მშვილდოსანი

დღეს გაორებული ემოციები თქვენს განწყობასაც აორებს. შესაბამისად დღის განმავლობაში გარკვეული დაბნეულობა იგრძნოთ. ეცადეთ დილიდან პოზიტიური ტალღა შექმნათ, რომელიც გადამდები იქნება.

თხის რქა

დღეს თქვენი დღეა შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ, წარადგინოთ საკუთარი თავი სამსახურში. შეძლებთ იდეების განხორციელებას და სურვილების ასრულებას. თქვენი ადამიანებს უკეთ ესმით.

მერწყული

ეცადეთ დღეს მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ, რადგან შესაძლოა ვინმემ ბრალი დაგდოთ, რომ ზედაპირულად ურთიერთობთ მათთან. თქვენს მიმართ არის გაორებული დამოკიდებულებები. სამყაროს სჭირდება რაღაცები დაგანახვოთ.

თევზები

მნიშვნელოვნად პოზიტიური დღეა და საშუალება გაქვთ საკუთარი მიზნები აისრულოთ. შიშები და ემოციები თუ დღის დასაწყისში დაგეუფლათ მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ეცადეთ დღე პოზიტიურად დაიწყოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ზურიკო დავითაშვილი - „ბოლოს როგორც ვითამაშე, ეს ყველაფერი ნაკრებში უნდა გადმოვიტანო“

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“ - გურამ ლომიძის რჩეულმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა