Digest Logo

🎥 ზურიკო დავითაშვილი - „ბოლოს როგორც ვითამაშე, ეს ყველაფერი ნაკრებში უნდა გადმოვიტანო“

1728451450
ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა და ამავე ქალაქში 11 ოქტომბერს უკრაინას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ნაკრები თბილისში ჩამოფრინდება და 14 ოქტომბერს, ალბანეთს უმასპინძლებს.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.

ზურიკო ამ შეკრებას განსაკუთრებით კარგ განწყობაზე ხვდება, რადგან რამდენიმე დღის წინ, „სენტ-ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„კლუბში კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, სანაკრებო პაუზამდე ცოტა ხნით ადრე. ბოლო თამაშს რომ თამაშობ და ასეთ შედეგს აფიქსირებ, ძალიან კარგია და ფსიქოლოგიურად მჭირდებოდა.

გახარებული ვარ და ბოლოს როგორც ვითამაშე, ეს ყველაფერი ნაკრებში უნდა გადავიტანო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო მატჩებში მინიმუმ ისე ვითამაშოთ, როგორც წინა მატჩებში“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„საოცარი გოგო ხარ, ულამაზესი“ - გურამ ლომიძის რჩეულმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

წყარო: lagazzetta.ge