8 ნოემბერი დღე, როცა სხვისი პრობლემები საკუთარ თავზე არ უნდა ავიღოთ. დღის ენერგიებია: 8 • 2 • 1.
დღეს მნიშვნელოვანია, მყარად იგრძნოთ თავი, არ აჰყვეთ ნერვიულობასა და ემოციებს და ხმას არ აუწიოთ.
⚡️ დღე შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენებით იყოს სავსე, თუმცა ზოგიერთისთვის ისინი მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუ ისეთ რამეს გაიგებთ, რაც წონასწორობას დაგირღვევთ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და ემოციების ფონზე გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ჯერ ამოისუნთქეთ და დრო მიეცით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი გაიაზროთ.
🛑 დღეს გირჩევთ, სხვის პრობლემებს არ აჰყვეთ. თუ ვინმე ნეგატივის გაზიარებას დაგიწყებთ, მშვიდად შეაჩერეთ: „დღეს ამაზე საუბარი არ შემიძლია“. ზოგიერთ ადამიანს კი, შესაძლოა, საერთოდ არ უპასუხოთ.
🤲 მეორე მისიის გავლენით, შეიძლება ყველას თანაგრძნობა, მხარდაჭერა, დახმარება და რჩევის მიცემა მოგინდეთ. თუმცა გახსოვდეთ: ხვალ ახალმთვარეობაა მორიელის ნიშანში, თანაც ორი პლანეტა რეტროგრადულია. ამ პერიოდში ენერგია არასტაბილური და ემოციურად მერყევია.
🎭 დღეს შეიძლება ერთდროულად ტირილიც მოგინდეთ და ვინმესთვის მკაცრი პასუხის გაცემაც. შესაძლოა, თავადაც შინაგანად დაბნეული იყოთ, ამიტომ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და კონფლიქტებში ნუ ჩაერთვებით.
💧 დაგეხმარებათ წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი პრაქტიკა: შხაპი, აბაზანა, აუზი, სპა ან მასაჟი — ყველაფერი, რაც სხეულის მოდუნებასა და შინაგანი წონასწორობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. აუცილებლად გამოიყენეთ ის პრაქტიკაც, რომელიც ხვალისთვის გაგიზიარეთ.
🚶♀️ გირჩევთ, მშვიდად გაისეირნოთ, მედიტაციურ მდგომარეობაში იყოთ, შეანელოთ ტემპი და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. დღეს არსად გაქცევა და არავის გადარჩენა არ გჭირდებათ.
❤️ საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტოთ, ვაკოცოთ და სითბო გავუზიაროთ. არანაირი სკანდალი და ხმამაღალი საუბარი - მხოლოდ სინაზე, სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა...“ - 8 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით