Digest Logo

„ემოციების კონტროლი და გააზრებული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რას გვიმზადებს 24 ოქტომბერი?

1792832700
	ჰოროსკოპი

24 ოქტომბერი - მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ვენერა კი მზეს უერთდება.

24 ოქტომბერს სავსემთვარეობის ენერგეტიკული გავლენა ძლიერდება. 

მთვარე ვერძშია, რაც აქტიურობას, ინიციატივასა და სწრაფი მოქმედების სურვილს აძლიერებს, თუმცა ემოციური დაძაბულობის ფონზე დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება მნიშვნელოვანია.

დღის პირველ ნახევარში მთვარის შეერთება ნეპტუნთან ინტუიციასა და წარმოსახვას აძლიერებს, ხელს უწყობს უჩვეულო იდეების გაჩენასა და პრობლემების ახლებურად დანახვას. ამავე დროს, ნეპტუნის გავლენამ შესაძლოა რეალობასა და მოლოდინებს შორის საზღვრები დააბუნდოვანოს.

ამიტომ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ნუ ენდობით ყველა დაპირებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე არ მიიღოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებში.

დღის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა მზისა და რეტროგრადული ვენერას ზუსტი შეერთება მორიელის პირველ გრადუსზე, რაც ააქტიურებს ურთიერთობების, ფინანსების, პირადი ღირებულებებისა და წარსული გადაწყვეტილებების გაანალიზების პროცესს. შესაძლოა, ძველი საკითხები კვლავ წამოიწიოს და უფრო ნათლად დაინახოთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

დღეს, მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ყურადღება მიაქციეთ დაუმთავრებელ საქმეებს, გადაამოწმეთ ინფორმაცია და თუ შესაძლებელია შეასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. საბოლოო დასკვნების გამოტანასა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმებას ნუ იჩქარებთ.

დღის მეორე ნახევარში ვითარება შედარებით დასტაბილურდება. მთვარის სატურნთან შეერთება და მარსთან ჰარმონიული ასპექტი ხელს შეუწყობს დისციპლინას, მიზანმიმართულ მოქმედებასა და პრაქტიკული საკითხების მოგვარებას. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად და კონკრეტული გეგმების შესადგენად. ახალი, მასშტაბური პროექტების დაწყებას კი სჯობს, ჯერჯერობით მოერიდოთ.
16:50 საათზე იწყება მთვარის მეთხუთმეტე დღე, რომელიც სავსემთვარეობის მოახლოებასთან ერთად ენერგიისა და ემოციების ინტენსივობას ზრდის. მისი სიმბოლოებია გველი და ტურა. გველი სიბრძნეს, ძალასა და გარდაქმნას განასახიერებს, ტურა კი ეშმაკობასა და ინსტინქტებს უკავშირდება. ამ დღის მთავარი ამოცანაა ენერგიის სწორად მართვა, ცდუნებებისგან თავის შეკავება და იმპულსური რეაქციების კონტროლი.

მიზანმიმართული მოქმედება, ფიზიკური აქტივობა და დაწყებული საქმეების დასრულება დაგეხმარებათ, ეს ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ.

დღის მთავარი გზავნილია: ჯერ გააანალიზეთ ვითარება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. წინ სავსემთვარეობაა, ამიტომ შეინარჩუნეთ ფხიზელი გონება, შინაგანი წონასწორობა და თვითკონტროლი.

✕