ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 13 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
„მთვარე მზარდია, მერწყულის ნიშანს გადის, გვიან ღამით კი თევზებში გადავა.
მთვარეს აქვს როგორც ნეგატიური, ისე ჰარმონიული ასპექტები. ძალიან ბევრი ბნელი, ნეგატიური აზრები შეიძლება შემოგაწვეთ. მნიშვნელოვანი საკითხების დაწყება არ არის რეკომენდებული.
მერკური ხვალ გადადის ახალ ნიშანში, სადაც 2 ნოემბრამდე დარჩება. კარგი პერიოდი იქნება კონცენტრაციისთვის და გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხვალინდელი დღე არ გამოიყენოთ.
არ არის რეკომენდებული მოგზაურობა, კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, საყიდლები, წერილების გაგზავნა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, თანამოსაუბრის საუბარი შეიძლება ვერ აღიქვათ.
დღე საკმაოდ შფოთვითია, სხვადასხვა უსიამოვნო ემოციები და წინათგრძნობები გექნებათ, განწყობა რამდენჯერმე შეგეცვლებათ“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: