Digest Logo

🎥 „ენას კბილი დააჭირეთ... შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1755502157
 მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა შედარებით უარყოფით ენერგოველში გადადის, წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა უფრო დაძაბული იქნება.  22 და 23 აგვისტოს არის მნიშვნელოვანი დღეები - 23 აგვისტოს მზე გადადის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში 1 თვით, ტოვებს ლომის ზოდიაქოს ნიშანს. 

მიწის ნიშნები უფრო ლაღები გახდებიან და მათთვის კარგი პერიოდი დაიწყება, ასევე 23-ში არის ახალმთვარეობა, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ხდება. 

იყავით ყურადღებით. გაიარეთ ეს 2 დღე ფრთხილად, არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და საქმეები“,  - მომდევნო ერთი კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

♈ ვერძი

გაითვალისწინეთ მაღალია კონფლიქტების ალბათობა, მოიმატებს სულსწრაფობა და არ გაქვთ გადაწყვეტილება კარგად მოფიქრებული, ხართ ჩქარები. იყავით ყურადღებით, არ იმოქმედოთ იმპულსურად.

ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

კარგია - 21 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 19 და 23.

♉ კურო

პერიოდი რთულია, ამ კვირაში იყავით ყურადღებით, არ გინდათ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება, შესაძლოა აღმოჩნდეთ ფინანსური დანაკარგების წინაშე, არ გინდათ რისკი.

კარგია 20, 24 აგვისტო, არ ვარგა 18 და 22 აგვისტო.

♊ ტყუპები

ეს პერიოდი ითხოვს თქვენგან ყურადღებას, დიდია ფარული მტრების და ჭორების ალბათობა, მიაქციეთ ამას ყურადღება.

კარგია 21 აგვისტო და არ ვარგა, 19 და 23.

♋ კირჩხიბი

მეტი ყურადღება გმართებთ ამ პერიოდში, რადგან თქვენ მძაფრად რეაგირებთ ახალმთვარეობაზე, რომელიც 22 და 23 აგვისტოს არის. მოიმატებს გაღიზიანებადობა, კონფლიქტების ალბათობა არ ჩაერთოთ ფინანსურ მაქინაციებში, შესაძლოა, მოხდეს საიდუმლოს გახსნა.

კარგია 20 და 24 აგვისტო, არ ვარგა 18 და 22 აგვისტო.

♌ ლომი

პერიოდი კარგია, თუმცა წინა კვირასთან შედარებით აქ მეტი წყალქვეშა დინებაა. აქტიურდებიან მოშურნეები და ეცდებიან გამოიყენონ თქვენი შეცდომები თქვენ წინააღმდეგ.

კარგია 22 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 19 და 24.

♍ ქალწული

ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება და ამის შემდეგი კვირიდან იწყება ვარსკვლავური დრო. ახლა კი იყავით ყურადღებით ფარული მტრები და მოშურნეები თავს იჩენენ თქვენ წინააღმდეგ. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლოს გაუფრთხილდით.

კარგია 20, ხოლო არ ვარგა 18 და 22 აგვისტო.

სასწორი

ენერგოტონუსს არ უჩივით, მაგრამ ეს პერიოდი რთულია წყალქვეშა დინებები მეტია, მოშურნეები მატულობს და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან. რა სიახლეებს აპირებთ არ ილაპარაკოთ, დააჭირეთ ენას კბილი.

კარგია 21 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 19 და 24 აგვისტო.

♏ მორიელი

ეს პერიოდი შედარებით რთულია, დაძაბულობამ შესაძლოა იჩინოს თავი ურთიერთობაში, თქვენსა და ხელმძღვანელებს შორისაც კი. ეცადეთ, იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ეს კვირა უმჯობესია, შედარებით მშვიდად გაიაროთ.

კარგია - 20 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 22 რიცხვი და დღე.

♐ მშვილდოსანი

გაითვალისწინეთ, რომ აქტიურობის მიუხედავად და ინტუიციის მიუხედავად არ იყოთ სარკასტრულები და სულსწრაფები. შესაძლოა, მოხდეს კარიერული ცვლილებები, რასაც მოჰყვეს საქმის გარჩევა და კონფლიქტები. მგზავრობისთვის პერიოდი რთული არაა, მაგრამ შეამოწმეთ ტრანსპორტი.

18 და 22 აგვისტო კარგია, არ ვარგა 20.

♑ თხის რქა

ეს კვირა გაიარეთ ფრთხილად, არ ჩაერთოთ საეჭვო პროექტებში. ენას კბილი დააჭირეთ და ისე იმოქმედეთ, არ გაანდოთ თქვენი შესაძლებლობები სხვებს.

კარგია 19 და 23 აგვისტო, არ ვარგა 21 და 22 აგვისტო.

♒ მერწყული

შესაძლოა ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი, გამწვავდეს კონფლიქტები. წყალქვეშა დინებები. ბევრია ამიტომ იყავით ფრთხილად და იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.

კარგია 18 და 22 დღე და რიცხვი, არ ვარგა 20 აგვისტო.

♓ თევზები

ეს კვირა გაიარეთ ფრთხილად, შესაძლოა, ძველმა საქმეებმა და პრობლემებმა, ჯანმრთელობამ იჩინოს თავი. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

კარგია 19 და 23 რიცხვი და დღე, არ ვარგა 21 აგვისტო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ტრადიციულად ამ ფოტოთი გილოცავ დაბადების დღეს, საიდანაც რეალურად დაიწყო ჩვენი ამბავი სიყვარულისა!“ - ნინა ხუბუტია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ აიწევს - 18 აგვისტოს ამინდი ქალაქების მიხედვით

⭕თბილისის რამდენიმე ქუჩას 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი