
კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია იუბილარია, იგი 41 წლის გახდა.
მას დაბადების დღეს ულოცავს მეუღლე, ნინა ხუბუტია და ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ტრადიციულად ისევ ამ ფოტოთი გილოცავ დაბადების დღეს, საიდანაც რეალურად დაიწყო ჩვენი ამბავი სიყვარულისა!
ამ ფოტოს გადაღების დროს ვერც კი ვიფიქრებდი რომ ერთი ოჯახი ვიქნებოდით და ნიკოლასის მშობლები გავხდებოდით. მადლობა ყველაფრისთვის!
სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და ჩვენი პატარა ოჯახისთვის!
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!
Happy Birthday My love! forever grateful to have you in my life!
პ.ს გპირდები ამჯერად ამ ფოტოს აღარ წავშლი, - წერს ნინა ხუბუტია.
ცნობისთვის, სანდრო შელიას რჩეული ჟურნალისტი ნინა ხუბუტია გახლავთ. წყვილი გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდა და 11 ივნისს შვილი შეეძინათ, რომელსაც ნიკოლას-ალექსანდრე დაარქვეს.
აღსანიშნავია, რომ სანდრო შელიას წინა ქორწინებიდან ასევე ჰყავს ვაჟი, პიანისტ თათია შარანგიასგან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ აიწევს - 18 აგვისტოს ამინდი ქალაქების მიხედვით
⭕თბილისის რამდენიმე ქუჩას 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი