„თუ დანაკარგის განცდა გაქვთ, ეს სწორედ ამ წლის ჩანაფიქრი იყო, უკეთესი შესაძლებლობებისათვის ადგილის გამოსათავისუფლებად“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მატრიცა 888“ წერს.
მისი თქმით, ენერგეტიკულად საკმაოდ „მძიმე“ წელს ვემშვიდობებით და წინ ძალიან მაგარი შესაძლებლობები გველის:
„სანუგეშოდ გეტყვით, რომ თუ დანაკარგის განცდა გაქვთ, ეს სწორედ ამ წლის ჩანაფიქრი იყო, უკეთესი შესაძლებლობებისათვის ადგილის გამოსათავისუფლებად (არ ვგულისხმობ ადამიანის გარდაცვალებას).
რა მოგვიტანა 2025 წელმა ანუ 9-წლიანი ციკლის დასასრულმა:
• ძველი ციკლის დახურვა – დასრულდა ის, რამაც ამოწურა თავისი დანიშნულება და აღარ გვემსახურებოდა.
• კარმული გაკვეთილების გააქტიურება – ბევრმა ადამიანმა გაიარა რთული, მაგრამ გამომაფხიზლებელი გამოცდილებები.
• „პატერნების“ გაცნობიერება – გააანალიზე განმეორებადი სცენარები, რომლებიც საჭიროებდა დასრულებას ან შეცვლას.
• ემოციური გათავისუფლება– გამოვავლინეთ გრძნობები, რომლებიც წლებია გრძელდებოდა და ადრე ვერ ვუშვებდით.
• სივრცის გაწმენდა – დაიწყო ცხოვრების დალაგება: ადამიანების, ვალდებულებების, პროექტების და ენერგიების გადახედვა.
• ინტუიციის გაძლიერება – მრავალმა ადამიანმა ინტუიციურად იგრძნო, რა უნდა დარჩეს და რა უნდა წავიდეს მისი ცხოვრებიდან. ზოგი სამსახურიდან წამოვიდა, ზოგმაც ურთიერთობას დაუსვა წერტილი, მრავალი წლის შემდეგ.
მოკლედ, ენერგეტიკულად საკმაოდ „მძიმე“ წელს ვემშვიდობებით და მერწმუნეთ, წინ ძალიან ძალიან მაგარი შესაძლებლობები გველის...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: