ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. მორწმუნეები დღესასწაულს ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნავენ.
საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
გიორგობის დღესასწაულს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე გვილოცავს, რომელიც სტამბოლში იმყოფება:
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დიდი წმინდანის დღეს! მისმა ძალამ და მადლმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ემიგრანტები, პატიმრები, სნეულებაში მყოფი ყველა გაჭირვებული!
გფარავდეთ წმინდა გიორგი!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ ამ ციფრებს ხედავთ, მფარველი ანგელოზები მიგანიშნებენ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი