ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„13 თებერვალი ტრანსფორმაციის დღე სულიერების გზით
დღის საერთო ენერგია — რიცხვი 7.
რა გააკეთო:
ივარჯიშე იოგაში, მედიტაციაში, მოუსმინე მანტრებს
იარე ფეხით 6–8 კმ, დაკავდი სპორტით
ეწვიე წმინდა ადგილებს, ილოცე
შეინარჩუნე შინაგანი სიმშვიდე — კრიზისული სიტუაციები სულიერი ზრდისთვის გეძლევა
რას ერიდო:
სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას და დოკუმენტების ხელმოწერას
ეგოიზმსა და ზედმეტ მოთხოვნებს — ეს აძლიერებს ეგოს ტკივილს
ტრიგერებზე სწრაფ რეაქციას — დღეს ისინი განსაკუთრებით აქტიურია
ექიმთან ვიზიტს გადაუდებელი საჭიროების გარეშე
დღეს პარასკევია და განსაკუთრებით წარმატებულია დაბადებულთათვის:
6, 15, 24 — თქვენი ფერები: ვარდისფერი, ცისფერი
7, 16, 25 — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი!