Digest Logo

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი!

1770972638
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 

„14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს.

ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +18 +20 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +15 +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14-15 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 თებერვალს დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება, 16 თებერვალს კი +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 14-15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14-15 თებერვალს ზოგან ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე უკვე ვისწავლე, თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება, რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია, მათ მე ვერ შევებრძოლები“ - გია ჯაჯანიძე

⭕„ყველას უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის“ - გიორგი გაბუნია

🎥 სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები - საუკეთესო პარტნიორები და საწინააღმდეგო ნიშნები! მიხეილ ცაგარელის პროგნოზი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის