„აგვისტოს მეორე ნახევრის ასტროლოგიური ტენდენციები: აგვისტო ემოციურად საკმაოდ ინტენსიური თვეა. გავდივართ დაბნელებების დერეფანს, რომელიც 28 აგვისტოს თევზების ზოდიაქოში მთვარის დაბნელებით გრძელდება, ამიტომ ეს ფონი, რა თქმა უნდა, თვის მეორე ნახევარშიც კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ფონად ასევე გვაქვს ცეცხლის სტიქიის აქტიურობა, რაც ამ პერიოდს დინამიურსა და იმპულსურს ხდის“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი ინფორმაციულ პოსტს გვიზიარებს:
„♀ ♄♎️♈️21–23 აგვისტოს ვენერა, რომელიც სასწორში მოძრაობს, სატურნთან ოპოზიციას ქმნის. ამის გამო პირად ურთიერთობებში, ჰარმონიასთან, დიპლომატიასთან, ფინანსებთან და ესთეტიკასთან დაკავშირებულ თემებში შესაძლოა მეტად ვიგრძნოთ შეზღუდვები, პასუხისმგებლობები ან გარკვეული დისტანცია. ამ დღეებში მეტი დისციპლინა და რეალისტური მიდგომა დაგვჭირდება.
☀️♍️ეს ასპექტი ერთგვარად გვამზადებს უფრო პრაგმატული პერიოდისთვის, რადგან 23 აგვისტოს მზე ნიშანს იცვლის და პრაქტიკულ, დეტალებზე ორიენტირებულ და შრომისმოყვარე ქალწულში გადადის. შესაბამისად, ლომის შემოქმედებითი და ერთგვარად რომანტიკული ენერგია თანდათან უფრო პრაქტიკული და რაციონალური მიდგომით იცვლება.
☿♍️ 25 აგვისტოს მზეს მერკურიც მიჰყვება და ქალწულის ნიშანში გადადის, რომელსაც თავად მართავს. ეს ხელს უწყობს უფრო ანალიტიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ აზროვნებას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა კომუნიკაციაში, მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
🌕🌑♓️28 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა თევზების 5°-ზე. მზე-მთვარის ოპოზიცია ქალწული–თევზების ღერძზე ზუსტ კვადრატს ქმნის ურანთან - მოულოდნელი ცვლილებების პლანეტასთან. ამავდროულად მზე მერკურისთან არის შეერთებული და შესაბამისად მერკურიც დაძაბულ ასპექტშია ჩართული ურანთან.
ამიტომ მთვარის დაბნელებისთვის დამახასიათებელი კულმინაციური პროცესები შესაძლოა განსაკუთრებით სწრაფად განვითარდეს. ინფორმაცია მოულოდნელად მოვიდეს, გეგმები შეიცვალოს და გარკვეული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გახდეს საჭირო. ამ დღეებში მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ მგზავრობისას და ზოგადად მოვერიდოთ ზედმეტ იმპულსურობას.
დაბნელება ყველაზე ძლიერად ქალწული–თევზების ღერძს შეეხება, განსაკუთრებით მათ, ვინც თავად ამ ღერძზე დაბნელების დროსაა დაბადებული ან ვისაც ამ ნიშნებში მზე, მთვარე, პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები 3°–7° დიაპაზონში აქვს. დაძაბული ასპექტით მის გავლენას სხვა მუტაბელური ნიშნებიც - ტყუპები და მშვილდოსნები - იგრძნობენ. ♃♄28 აგვისტოს ასევე აქტიურდება იუპიტერისა და სატურნის ტრინი.
ეს გაცილებით უფრო კონსტრუქციული ასპექტია, რომელიც ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობას რეალურ საფუძველსა და სტრუქტურას აძლევს. განსაკუთრებით კარგად გამოიყენებენ ამ ენერგიას ისინი, ვის რუკაშიც ეს ტრინი მნიშვნელოვან წერტილებს ააქტიურებს.
გარკვეული თვალსაზრისით, შედეგს სწორედ ისინი დაინახავენ, ვინც მანამდე სატურნის მოთხოვნებს - პასუხისმგებლობას, დისციპლინას, მოთმინებასა და თანმიმდევრულ შრომას - ზედმიწევნით ასრულებდა“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Vogue-მა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა
⭕ კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება - ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური ფსიქოლოგიური თავსებადობით