Digest Logo

„ერთი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1702278130
მიხეილ ცაგარელი

13 დეკემბერი, ოთხშაბათი ახალმთვარეობაა. აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა, მზისა და მთვარის შეხვედრა მშვილდოსნის ნიშანში მოხდება, რაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მაქსიმალური ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს👇 

„ნელ-ნელა მივდივართ უკეთესობისკენ, მაგრამ ერთი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. 

ეს არის ოთხშაბათი, 13 რიცხვი, ახალმთვარეობა. ეს ხდება მშვილდოსანში, მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს მშვილდოსანში. 

პოზიტივი, იუმორი, სიყვარული უნდა გავცეთ. არ არის საჭირო კონფრონტაცია და საქმის გარჩევა. 

13 რიცხვი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაიაროთ. ახალი მთვარე ყოველთვის ცდუნებების მომატებას ნიშნავს. შესაბამისად, შეცდომების ალბათობა მოიმატებს. ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი, განსაკუთრებით ღვიძლი, ნაღველი და შარდის ბუშტი. ფრთხილად საკვებთან. 

არავითარი ზედმეტი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. დეპრესიული მდგომარეობის ალბათობა იმატებს, სარკაზმი წამოიწევს. ახალი საქმე არ დაიწყოთ. არავითარი ხელშეკრულებები და ზედმეტი მოლაპარაკებები.

ხელოვნებასთან ურთიერთობა კარგია. 13-იდან 2- იანვრამდე პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, ანუ რეტროგრადული. მერკური ამუხრუჭებს ყველა ახალ იდეას, ხელშეკრულებას, მოლაპარაკებებს და გვაბრუნებს ძველთან. 

დღეს ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან. მთლიანობაში კვირა კარგია, განსაკუთრებით მეორე ნახევარი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელ რიცხვებში დაბადებული ადამიანები დაოჯახდებიან 2024 წელს?!

🎥 „ყველაფერი არის განწყობა ჩემო მეგობრებო, გუშინ საკეისრო გავიკეთე და დღეს ავდექი, დავდივარ“ - ნანუკა გულუა

🎥 „იმდენად მომწონხართ სიტყვები არ მყოფნის“ - მურმან ჯინორიას საოცრად წაკითხული ლექსი