9 ოქტომბერს, 11:04-ზე თბილისის დროით, რამდენიმედღიანი სტაციონარულობის მერე იუპიტერი რეტრო-ფაზაში გადავიდა. მზის სისტემის ეს ყველაზე დიდი პლანეტა წელიწადში ერთხელ, დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაში არის უკუსვლითი.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს:
„ამჯერად იუპიტერი რეტროგრადული იქნება 2025 წლის 4 თებერვლამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ყველა იურიდიული საქმე ან არ წახვიდეთ მოგზაურობებში - თემებზე, რომლებზეც პასუხისმგებელია იუპიტერი. ნელი პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ისე აშკარად შესამჩნევია.
თუმცა ზემოთქმულის მიუხედავად, გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იუპიტერი საკმარის სიჩქარეს არ აკრიფავს, მასთან დაკავშირებული საქმეები ჯერ კიდევ შესაძლოა რომ გაიწელოს, გადაიდოს ან არც გამოვიდეს.
ამიტომ 12 ოქტომბრის ჩათვლით, შეეცადეთ არ დაიწყოთ ახალი საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სამართალთან, განათლებასთან, მოგზაურობასთან, მეცნიერებასთან, გამომცემლობასთან.
ამის ნაცვლად, გამოიყენეთ ეს პერიოდი სულიერი ზრდისთვის და ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადახედვისთვის.
განსაკუთრებით ეხება ეს ამბები ტყუპებს, მშვილდოსნებს, ქალწულებსა და თევზებს. ამ ნიშნების წარმომადგენლები და ისინიც, ვისაც აქ იუპიტერი ჰყავთ, ყველაზე მეტად იგრძნობენ რეტრო იუპიტერის გავლენას. მეტადრე, თუ პირად რუკებში თქვენი იუპიტერიც რეტროა“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში ველოსიპედით გაისეირნა
⭕ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია