Digest Logo

„ეს არ არის უბრალო დაპირისპირება, ეს არის ორი უძლიერესი სტიქიის ჭიდილი...“ - რამაზ გიგაური 10 იანვრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე

1767809346
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 10 იანვრის ტენდენციებზე წერს:

„ტიტანების შეჯახება: 10 იანვრის „დიდი ოპოზიცია“ (ღია პროგნოზი)

2026 წლის იანვარი ენერგეტიკულ პიკს აღწევს.

ამ დღეებში ცაზე იშვიათი და დრამატული სურათი იშლება: ერთ მხარეს დგას მარსი თხის რქაში (კანონი, ძალა, სტრატეგია), რომელსაც ზურგს უმაგრებენ მზე და ვენერა.

მეორე მხარეს დგას იუპიტერი კირჩხიბში (ემოციები, ექსპანსია, იდეოლოგია).

ორივე პლანეტა თავისი ძალის პიკშია. ეს არ არის უბრალო დაპირისპირება, ეს არის ორი უძლიერესი სტიქიის ჭიდილი.

რას უნდა ველოდოთ?

ამბიციებისა და რეალობის შეჯახებას.

კონფლიქტს „უნდასა“ და „საჭიროს“ შორის.

მასშტაბურ მოვლენებს როგორც გლობალურად, ისე პირად ცხოვრებაში“, - წერს რამაზ გიგაური.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ყოველთვის ყოფილიყოს მშვიდობა, სიყვარული და სითბო...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს შობას ულოცავს

🔵ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში დიდი გამარჯვება და წარმატება ელოდება

🔵ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ