Digest Logo

„ეს არის კატასტროფულად ცივი მოვლენა, დამაზიანებელიც და დამანგრეველიც ფსიქოლოგიურად, თუ  ვერ ისწავლი გაიგო რა ჭირს სისტემას“ - რას წერს ასტროლოგი

1766393391
ლამზირა ხაჭაპურიძე

ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მზე თხის რქაშია და ამასთან, კირჩხიბთან ოპოზიციაში. 

იგი მოვლენას კატასტროფულად ცივს, დამაზიანებელს და დამანგრეველს უწოდებს. 

ლამზირა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ  აღნიშნულ პერიოდში ადამიანი სწავლობს სიმტკიცეს, პასუხისმგებლობას და მიზნამდე დუმილით მისვლას, მაგრამ როცა ის ოპოზიციაში დგას კირჩხიბთან, იწყება შინაგანი ბრძოლა - გონება ითხოვს კონტროლს:

„მზე თხის რქაში, ოპოზიციაში კირჩხიბთან (შიდა ძალისა და ემოციის დაპირისპირება) (თაობათა კარმა თებერვლამდე). როცა მზე თხის რქაშია, რომელსაც მართავს სატურნი და რეტროგრადული ურანი ეს არის თაობათა კარმაც და ტრავმაც...

ეს არის კატასტროფულად ცივი მოვლენა, დამაზიანებელიც და დამანგრეველიც ფსიქოლოგიურად, თუ  ვერ ისწავლი გაიგო რა ჭირს სისტემას...

ადამიანი სწავლობს სიმტკიცეს, პასუხისმგებლობას და მიზნამდე დუმილით მისვლას, მაგრამ როცა ის ოპოზიციაში დგას კირჩხიბთან, იწყება შინაგანი ბრძოლა - გონება ითხოვს კონტროლს...

გული კი უსაფრთხოებას და სითბოს...

ეს ასპექტი გვასწავლის ყველაზე რთულ გაკვეთილს:

როგორ ვიყოთ ძლიერები ისე, რომ არ დავკარგოთ მგრძნობელობა... ხისტი თხის რქა დაგაზიანებთ სულ დანაშაულის გრძნობას, მოგანიჭებთ თუ ფსიქოლოგიურად მდგრადი არ ხართ და ა.შ. სისტემის ამბავი უნდა გაშიფროთ რომ არ დაზიანდეთ ...ანუ რას გვეუბნება სისტემა / თაობების კარმაზეა საქმე ...

გვახსოვდეს, რომ ახლა თხის რქის კოსტიუმი აცვია სამყაროს.

როგორ ავაშენოთ კარიერა, ოჯახი ან ცხოვრება ისე, რომ შინაგან ბავშვს ზურგი არ შევაქციოთ....( აქ მთვარის და დედობის და მზრუნველობის თემაა).

ენერგიები ამ პოზიციაშია:

მაღალი პასუხისმგებლობა, ძლიერი ემოციური ინტელექტი, ლიდერობა, რომელსაც ზრუნვა ახლავს, უნარი - შექმნა სტაბილურობა სხვებისთვისაც,  ეს ოპოზიცია არ არის კონფლიქტი - ეს არის ბალანსის ძიება წარსულსა და მომავალს შორის, ფესვებსა და მწვერვალებს შორის...

როცა თხის რქის სიმტკიცე და კირჩხიბის სითბო ერთდება, იბადება ადამიანი, რომელიც არამხოლოდ აღწევს მიზნებს, არამედ სახლსაც აშენებს - საკუთარ სულში....

საკუთარ სულში აშენებული სახლი კი მხოლოდ ათბობს ადამიანს შიგნიდან და ასხივებს სითბოს გარეთ...“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვინც ცეცხლოვანი ცხენის წელში შვილის დაბადებას ელოდებით, ეს უნდა იცოდეთ...“ - რას პროგნოზირებს მაია ყუფარაძე

„ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი, დანარჩენი მხოლოდ ხიბლის მდგომარეობა შეიძლება იყოს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ნელ-ნელა ვუბრუნდები...“ - მარიამ ელიეშვილი მშობიარობის შემდეგ კარიერულ პაუზაზე