ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„უფალს შეუძლია ერთხელაც მოვიდეს და ის შენი ცარცით დაწერილი გზა კარგად წაგიშალოს, დაგავლოს ხელი,
და ჩაგახედოს, ისევ, წმინდა წერილში და გასწავლოს, რომ ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი - რომ შენ ის ეძებო, ყველაფერი დანარჩენი შენი ცოდნაც, მხოლოდ ხიბლის მდგომარეობა შეიძლება იყოს...
მე ასე მგონია, რომ თუ ამგვარად ვიცხოვრებთ მაშინ ყოველი დილა, იმედითა და რეალობის მტკივნეული განცდით გათენდება თითოეული ჩვენგანისათვის, მე მგონია, რომ ამ ორ რეალობაში, თუ ჩვენ სწორად ვიცხოვრებთ, ნელ-ნელა მოიმატებს ხვედრითი წონა იმედისა, რომელიც ნელ-ნელა გაივსება, ხოლო რეალობის მტკივნეულობა, კი დარჩება, მაგრამ მას ჩვენზე ნაკლებად ზემოქმედების უნარი ექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე, ჩვენთვის სიხარულით გათენდება და ყოველი დღე სიხარულით დასრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს უფრო მეტ სიხარულს ვაჩუქებთ, იმიტომ, რომ სიხარულით ვიქნებით აღსავსენი და ეს ნიშნავს, რომ მე სიხარულით ვივლი უფლის გზაზე, და ამითაც მის ცნებას აღვასრულებ - „მარადის გიხაროდენო...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნელ-ნელა ვუბრუნდები...“ - მარიამ ელიეშვილი მშობიარობის შემდეგ კარიერულ პაუზაზე
⭕„თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, ნუ დაიწყებ იმას, რასაც მომავალი არ აქვს“ - რას წერს გია მურღულია