Digest Logo

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე

1727682287
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველკვირეულ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 30- სექტემბრიდან 6-ოქტომბრამდე პერიოდის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„2 ოქტომბერს, ახალმთვარეობასთან ერთად მზის დაბნელება გვაქვს. დაბნელება ხდება სასწორის მე-11 გრადუსზე. აქვე არის მერკური და აქვე არის ვენერა, რომელიც მორიელის ნიშანშია. დაიმახსოვრეთ რა ამბები ხდება ახლა, ან გააქტიურდება, რადგან ამ მოვლენების გავლენა ორი კვირიდან, 18 წლამდეა.

რაც შეეხება მზის დაბნელებას და მის ზემოქმედებას ზოდიაქოს 12 ნიშანზე ასეთია:

ვერძი

ძველი რაღაც უნდა მოვიშოროთ, ეს შესაძლოა ძველი პარტნიორიც იყოს, რომელმაც ამოწურა უკვე თავი. ახლა დაღმავალი კვანძია, რაც მაგას განაპირობებს, რომ უნდა მორჩეს წარსულის ამბები. მოგვარდეს ძველი პრობლემები და დავები. 

კურო

ჯანმრთელობის საკითხები ხდება დღის წესრიგში, რაც კუროებს ძალიან არ უყვართ. ახლა ვალდებულებების თავის თავზე აღების დროა, სამსახურებრივი საკითხებიც შესაძლოა წამოტივტივდეს წვრილმანი ამბები. შესაძლოა სიურპრიზები იყოს.

ტყუპები 

შესაძლოა ცნობადობა გაეზარდოთ, თუ ზედმეტი ლაპარაკისგან თავს შეიკავებენ. ზედმეტი ინფორმაცია არ გაუშვან და უფრო მეტი მოისმინონ. ეს დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში. შვილებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია. ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც შესაძლოა დაიწყონ. შესაძლოა პოლიტიკაშიც მოუნდეთ მოსვლა.

კირჩხიბი

ფსიქოლოგურად მძიმე პერიოდია, კირჩხიბებს უყვართ ჩაკეტილობა და სახლში მყუდროდ ყოფნა, რაც ახლა ამართლებს. ეს მდგომარეობაც გადაივლის და უკეთესი მდგომარეობა ექნებათ, როდესაც მზე მორიელის ნიშანში გადავა.

ლომი

რაღაც საინფორმაციო ორომტრიალში იქნებიან, ახალ ამბებს შეიტყობენ. ახალი ადამიანები შემოვლენ მათ ცხოვრებაში. არ არის კარგი მოგზაურობაში წასვლა, ვურჩევ თავი შეიკავონ. 

ქალწულები

იმდენად საინტერესო პერიოდია, ვულოცავ. ფინანსური საკითხები უაქტიურდებათ და შესაძლოა კარგს გამოკრან ხელში, ოღონდ ძველს უნდა შეელიონ. დაბალი თვითშეფასება აქვს და ეს უნდა გამოასწოროთ.

სასწორი

მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პერიოდია. მოუწევთ ბევრი გადაწყვეტილებების მიღება, როგორ გაუმკლავდებიან ეს მათ უნარებზეა დამოკიდებული. 

მორიელი

თვითჩაღრმავებას უნდა მიჰყონ ხელი. კარგი პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ ჩუმად იყვნენ და არაფერში გაერიონ. თუ ვინმე ზედმეტად აგრესიული იყო, ბოლო პერიოდში, შესაძლოა წინ წამოიწიონ ფარულმა მტრებმა. შეიძლება, მორიელებიც იყვნენ ფარულ ამბებში გარეული და შესაძლოა ამოტივტივდეს ახლა.

მშვილდოსანი

ახლა კარგი პერიოდია, მეგობრებთან და კოლექტივთან ერთად ყოფნისთვის, კარგი პერიოდია ოცნებების ახდენისთვის.

თხის რქა

კარიერული საკითხებია დღის წესრიგში. თქვენი კარიერული ზე აღსვლის პერიოდია, ოღონდ უროსობასთან არ მოგივიდეთ კონფლიქტი. სიფრთხილით გადადგით ყველა საკითხი.

მერწყული

განათლების მიღებისკენ შეიძლება გაიწიოს, ან უცხოეთში წასვლისკენ. მაგრამ ახლა არ ვურჩევ ამას. შესაძლოა, ზოგიერთმა ქორწილში მეჯვარედ ან მონათლვაში მოუწიოთ გარევა.

თევზები

ცოტა რთული პერიოდია. ვინც მარტოა, ახლა შესაძლოა ახალი სექსუალური პარტნიორი ნახონ, ან ძველი მოიშორონ, ვისაც წლები იყვნენ. მოერიდონ დიდი სესხის აღებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

უბედური შემთხვევა თბილისში - მიწისქვეშა გადასასვლელში ტურისტი შემთხვევით ჩავარდა და დაიღუპა

რატი იონათამიშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვა წყვილმა შვილს

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუიას შვილი 2 თვის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის ცოლი