Digest Logo

რას უნდა მოერიდოთ ნოემბერში იმისთვის, რომ თვე დაბრკოლებებისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვის გარეშე გაიაროთ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

1793442723
რამაზ გიგაური

წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვან სატელეფონო საუბარში ხართ და უცებ კავშირი იკარგება. ტელეფონი კი არ გათიშულა, უბრალოდ კავშირის ხარვეზია. ასტროლოგიაში მსგავს ფენომენს „უკურსო მთვარე“ ეწოდება.

ამ დროს მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანში თავის მოძრაობას ასრულებს და მომდევნო ნიშანში გადასვლამდე სხვა პლანეტებთან ასპექტებს (ენერგეტიკულ კავშირს) წყვეტს. ამ დროს, ასე ვთქვათ, „კოსმოსური კავშირი“ ითიშება. ეს ის პერიოდია, როცა მიზანმიმართული ქმედებები სასურველ შედეგს არ იძლევა და მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი ირღვევა.

ნოემბერი ზედმეტი დაბრკოლებებისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვის გარეშე რომ გაიაროთ, გაეცანით ამ თვის ასტრონავიგაციას:

🛑 რას ვბლოკავთ კატეგორიულად?

ამ საათებში დაწყებული საქმეები გაუგებრობით ან იმედგაცრუებით სრულდება.

❌ფინანსები და მსხვილი შენაძენი: მოერიდეთ ძვირადღირებული ტექნიკის, მანქანის ან უძრავი ქონების ყიდვას. დიდი ალბათობით, ნივთს ფარული წუნი აღმოაჩნდება ან მიხვდებით, რომ ფული ტყუილად გადაყარეთ.

❌საქმიანი და იურიდიული შეთანხმებები: არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს და არ დაიწყოთ ახალი მოლაპარაკებები. პირობები მალევე დაირღვევა ან მოგვიანებით ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, რაც თავიდან შეუმჩნეველი დარჩა.

❌პირადი ურთიერთობები და ახალი კავშირები: ნუ დაგეგმავთ საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვან თემებზე საუბარს - შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ. ასევე, ამ დროს დაწყებულ ახალ ურთიერთობებს რეალური მომავალი ნაკლებად ექნება.

❌სამედიცინო ჩარევები: თუ საქმე გადაუდებელ სიტუაციას არ ეხება, გადადეთ გეგმიური ოპერაციები, რთული კოსმეტოლოგიური პროცედურები და დიაგნოსტიკა. ამ დროს სამედიცინო შეცდომების ალბათობა მატულობს.

❌კარიერა და პრეზენტაციები: არ გაგზავნოთ რეზიუმე, არ დანიშნოთ გასაუბრება, ნუ მოითხოვთ ხელფასის მატებას და არ ჩაუშვათ ახალი პროექტები ან რეკლამები. ამ დროს გაგზავნილი ინფორმაცია ან გამოვლენილი ინიციატივა კოსმოსის ვაკუუმში დაიკარგება, ანუ უყურადღებოდ დარჩება.

🟢 როგორ ვიყენებთ ამ დროს სასიკეთოდ?

კოსმიური პაუზა საუკეთესოა მათთვის, ვინც სტრატეგიულად მოქმედებს.

✅ყოველდღიური საქმეების დასრულება: მიხედეთ მექანიკურ, რუტინულ ამოცანებს, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. დაალაგეთ დოკუმენტები, უპასუხეთ ძველ შეტყობინებებს - აკეთეთ ის, რასაც ზედმეტი ფიქრი არ სჭირდება.

✅კონფლიქტების განეიტრალება: თუ ვინმესთან დავა გაქვთ, ამ პერიოდში წამოწყებული კამათი თავისით გაქრება. ენერგიის სიმცირის გამო, სიტუაცია გამწვავებას გადაურჩება.

✅სივრცის გასუფთავება: მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, წაშალეთ ტელეფონიდან არასაჭირო ინფორმაცია, კომპიუტერიდან ზედმეტი ფაილები და დაასრულეთ ტოქსიკური კავშირები. ამ დროს ენერგეტიკული სიცარიელე ძველ ნეგატივს მარტივად ისრუტავს.

✅შემოქმედებითი პროცესი: რადგან ახლა ლოგიკა ნაკლებად მუშაობს, მიენდეთ წარმოსახვას. ჩამოწერეთ იდეები, გააკეთეთ შავი მონახაზები სისტემაში მოყვანის გარეშე. მათ დალაგებას მოგვიანებითაც მარტივად შეძლებთ.

✅დასვენება: მიეცით საკუთარ თავს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განტვირთვის საშუალება. იძულებითი დასვენების დროს ხშირად ყველაზე საინტერესო იდეები იბადება.

შეინახეთ ნოემბრის უკურსო მთვარის ზუსტი განრიგი (თბილისის დროით) და გამოიყენეთ, როგორც პირადი ასტროლოგიური კომპასი, რათა იცოდეთ, როდის იმოქმედოთ და როდის აიღოთ დროებითი პაუზა (თუ სხვა ქვეყანაში ხართ, თბილისთან სასაათო განსხვავება უნდა გაითვალისწინოთ: თუ თბილისიდან დასავლეთით ხართ, დრო უნდა გამოაკლოთ, ხოლო თუ აღმოსავლეთით - დაუმატოთ).

📅 ნოემბრის უკურსო მთვარის კალენდარი:

1.11.2026 1:59 - 1.11.2026 8:18
3.11.2026 4:10 - 3.11.2026 12:27
4.11.2026 10:57 - 5.11.2026 18:38
7.11.2026 17:19 - 8.11.2026 2:40
10.11.2026 3:25 - 10.11.2026 12:35
12.11.2026 15:29 - 13.11.2026 0:27
14.11.2026 22:55 - 15.11.2026 13:24
17.11.2026 18:25 - 18.11.2026 1:19
20.11.2026 5:46 - 20.11.2026 9:52
22.11.2026 11:38 - 22.11.2026 14:09
24.11.2026 14:09 - 24.11.2026 15:09
26.11.2026 9:23 - 26.11.2026 14:51
28.11.2026 9:40 - 28.11.2026 15:20
30.11.2026 14:10 - 30.11.2026 18:12.

ასევე  დაგაინტერესებთ:

⭕„სულიერი ელიტიზმი“ რეალობის წინააღმდეგ: „ცხოვრებიდან ყველა ნეგატიური ადამიანი უნდა ამოშალო“

⭕„მიეცით შვილებს აზრის დაფიქსირების საშუალება, ნუ ისაუბრებთ მათ მაგიერ!“ - ფსიქოთერაპევტი მშობლებს მიმართავს

⭕„განსაკუთრებული ღამე გველოდება, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა იწევა...“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕