Digest Logo

„ეს არის რთული, ნეგატიური ენერგიების დღე, რომელიც ფრთხილად და წინდახედულად უნდა გაიაროთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1704695744
მიხეილ ცაგარელი

8-14 იანვრის კვირა ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. ყურადღებას ითხოვს 11 და 14 რიცხვები, როდესაც თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ერთმანეთს ხვდებიან მზე და მთვარე, ასევე პლანეტა მერკური გადაინაცვლებს თხის რქაში. 

აღნიშნულ მოვლენებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა👇

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას, მოგზაურობას, იდეების რეალიზებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს.

ყურადღებას ითხოვს 11 იანვარი, ხუთშაბათი დღე, ახალმთვარეობა. თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ერთმანეთს ხვდებიან მზე და მთვარე, რომლის ტოლობისას ტრავმულობის, ავარიულობის, კონფლიქტების, აგრესიისა და დეპრესიის გამოვლენის, სხვადასხვა ცდუნებების, შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია. 

აკონტროლეთ ემოციები, არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი, სარისკო არ დაიწყოთ. შეგიძლიათ დასახოთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ. არავითარი ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები, ეს არის რთული, ნეგატიური ენერგიების დღე, რომელიც ფრთხილად და წინდახედულად უნდა გაიაროთ. რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციები, იუმორი, ეს იქნება სასიკეთო.

14 იანვარი, კვირა დღე, პლანეტა მერკური(გონების, ინტელექტის მმართველი პლანეტა) გადაინაცვლებს თხის რქაში, რის შედეგადაც თქვენი გონებრივი მონაცემები მიიღებენ უფრო ორგანიზებულ, დისციპლინებულ, შეუპოვარ, მიზანსწრაფულ, მომთმენ იერსახეს, რაც ხელს შეუწყობს პრაგმატულ აზროვვნებას“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათიც შაბათია“ - მერაბ სეფაშვილის, კაკული და მიშელ გურიელაშვილების შესრულება

🔵 „კამათს იმის შესახებ, 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ შობა თუ 7 იანვარს, თუკი პოლიტიკურ სარჩულს გამოვაცლით, ვნახავთ, რომ არც ერთი არაა სწორი“ - ცვატა ბერძენიშვილი