ფსიქოლოგი, ტრენერი და ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი ცვატა ბერძენიშვილი შობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, ქრისტე შობის 6 იანვარს აღნიშვნა ყველაზე მართებულია.
„კამათს იმის შესახებ, 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ შობა თუ 7 იანვარს, თუკი პოლიტიკურ სარჩულს გამოვაცლით (ისე, როგორი გამოსაცლელია) და მხოლოდ თეოლოგიურს დავტოვებთ, ვნახავთ, რომ არც ერთი არაა სწორი.
საქმე ისაა, რომ ადრეული ხანის ქრისტიანები, ზოგადად, დაბადების დღეებს არ აღნიშნავდნენ, რადგან წარმართულ ტრადიციად მიიჩნეოდა. შესაბამისად, არც ქრისტეს ხორციელ დაბადებას ზეიმობდნენ.
ძველი ქრისტიანები აღნიშნავდნენ ქრისტეს სულიერად დაბადებას, მოვლენას, როცა ის გაცხადდა, როგორც ძე ღვთისა და მასზე სული წმინდა გადმოვიდა. თეოლოგიურად, სწორედ ესაა „ქრისტეს შობა“ და არა ის, ხორციელად როდის გაჩნდა.
ეს კი მოხდა 6 იანვარს (ძველი სტილით 19 იანვარს). ანუ ძველი ქრისტიანები ნათლისღებას და შობას ერთად აღნიშნავდნენ.
ერთადერთი ეკლესია, რომელმაც ეს უძველესი ტრადიცია შეინარჩუნა, არის სომხური სამოციქულო ეკლესია.
თეოლოგიურად ყველაზე „სწორ“ შობას გილოცავთ“, - წერს ცვატა ბერძენიშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 „დიდებული ოჯახი ხართ“ - ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვიდეო, რომელიც სოც.ქსელს იპყრობს
🔵მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი - დასახელებულია თვის ყველაზე საშიში დღეები