Digest Logo

🎥 „ეს არის „სატანური დღეები“, კოსმოსიდან მოდის უამრავი უარყოფითი ენერგია“ - რა უნდა იცოდეთ 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე

1731568740
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგიური თვალსაზრისით წინ მძიმე დღეები გვაქვს. 20 ნოემბრამდე  ურთულესი პერიოდია, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიძაბება ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა. გაღიზიანება, კონფლიქტურობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაცია იმატებს. 

გარდა ამისა 16 ნოემბერს მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა გაქვს, რაზედაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ.

საზოგადოებას რეკომენდაციები და რჩევები სავსემთვარეობაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მისცა. 

„გვაქვს სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კოსმოსიდან მოდის უამრავი უარყოფითი ენერგია. ბევრ ადამიანს ეს მოზღვავებული ენერგია აგრესიაში გადააქვს, რის გამოც პრობლემები ჩნდება.

ეს არის ე.წ. „სატანური დღეები“, ცდუნებების ალბათობა მატულობს. ადამიანის ნეგატიური თვისებების გაღვივება იწყება.

ნუ გამოიჩენთ არა ადეკვატურობას საუბრისას, მოქმედებისას. კვირის კულმინაციაა პარასკევი, შაბათი და კვირა.

სავსემთვარეობა ხდება კუროს და მორიელის ზოდიაქურ ღერზე, ამიტომ ეს ორი ნიშანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ნურაფერს ახალს, სარისკოს ნუ დაგეგმავთ. პატარა შელაპარაკება სერიოზულ კონფლიქტში გადავა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ემოციებს. ფსიქიკური მოშლილობა ერთი ორად მატულობს.

სატურნი პარასკევს ხდება სწორ მავალი, აქამდე ის კარიერულ წინსვლას აფერხებდა, რადგან უკუმავალი იყო. პარასკევიდან ეს შეიცვლება და პერსპექტივები იქნება მეტი. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად “, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე სექსუალური“ - სალომე ჭაჭუა პიკანტურ კადრებს გვიზიარებს

„გურამს ძალიან გაუმართლა შენნაირი ქალი რომ ჰყავს გვერდით“ - ეკატერინე ტუღუში ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„რა საყვარლები ხართ, უფალმა სულ ასე ბედნიერად გამყოფოთ!“ - ბლოგერი სოფია კვინიკაძის და დაქორწინდა