Digest Logo

„ეს არის სიგნალი სამყაროსთვის, რომ თქვენ მზად ხართ მიღებისთვის“ - რატომ უნდა გქონდეთ საფულეში დარიჩინის ჩხირი?

1767074764
დარიჩინი საფულეში

ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში საფულის და დარიჩინის რიტუალზე საუბრობს და ამბობს, რომ 2026 წლისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყოთ. 

იგი გამომწერებს ურჩევს, რომ საფულიდან ძველი ქვითრები, ბარათები ამოიღონ და შიგნით დარიჩინის ჩხირი მოათავსონ, რადგან ის ფულის ენერგეტიკული დამაჩქარებელია:

„დარიჩინის მაგია ფინანსებისთვის 2026 წელს:

რატომ უნდა გქონდეთ საფულეში დარიჩინის ჩხირი?

დარიჩინი უძველესი დროიდან ითვლება სიმდიდრისა და სისწრაფის სანელებლად. მისი სტიქია არის ცეცხლი — ის „აჩქარებს“ პროცესებს. თუ ფული გვიან გერიცხებათ, ან ვალის დაბრუნებას აგვიანებენ, დარიჩინი ენერგეტიკული ამაჩქარებელია.

ეს არ არის უბრალოდ სურნელი, ეს არის სიგნალი სამყაროსთვის, რომ თქვენ მზად ხართ მიღებისთვის.

საფულის რიტუალი:

გაწმენდა: ამოიღეთ საფულიდან ყველა ძველი ჩეკი, ნაგავი და ვადაგასული ბარათი. ფულს უყვარს წესრიგი.

დარიჩინი: აიღეთ დარიჩინის პატარა ჩხირი (ან დაფქული დარიჩინი ჩაყარეთ პატარა პაკეტში) და ჩადეთ საფულის იმ განყოფილებაში, სადაც მსხვილი კუპიურები ან ბარათები დევს.

განზრახვა: ჩადებისას თქვით: „როგორც ამ სურნელს ვერავინ დამალავს, ისე ვერ დაიმალება ფული ჩემგან“.

განაახლეთ დარიჩინი ყოველ ახალ მთვარეზე“, - წერს ეზოტერიკოსი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა 2025 წელს❤️“ - თამო ვაშალომიძე მიმდინარე წელს აჯამებს

„წლის „ბოლო აკორდს“ ვიღებთ... დაასრულე საქმეები წყნარად“ - 30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„ვალის დაბრუნება, ქორწინება, სწავლის ან ახალი სამსახურის დაწყება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი