საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ამჯერად მეტაფიზიკოსმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ადამიანის ფიქრებისა და სიტყვების ენერგიაზე საუბრობს.
როგორც მანია განმარტავს, ხშირად ადამიანები სამყაროსგან არასწორ რამეს ითხოვენ: ძალას, გამძლეობას, სიძლიერეს, რაც საბოლოოდ მათ ცხოვრებაში რთულ გამოცდად ბრუნდება.
„უდიდესი შეცდომაა, როდესაც სამყაროს გამძლეობას, ძალას სთხოვთ. როდესაც ამას ითხოვთ, ზუსტად აღმოჩნდებით ისეთ ვითარებაში, სადაც ნამდვილად დაგჭირდება ეს და შეეჯახებით უდიდეს სირთულეებს.
ამის ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ მსგავსი: რომ უკვე ხართ ბედნიერი და მეტი ბედნიერება გჭირდებათ, ჰარმონია, სიმშვიდეში და სტაბილურობაში ყოფნა.
ჩვენს სიტყვებს და ფიქრებს უდიდესი ძალა აქვს, პირველად იყო სიტყვა და მერე ადამიანი. თითქოს არავინ ვართ ამ სამყაროში და ამავდროულად ყველაფერი ვართ“, - ამბობს გოგა მანია.
ასევე დაგაინტერესებთ: