Digest Logo

„რა უნდა ელაპარაკო... „სქრინებს“ ხომ არ გამოვფენ, ამ ნაგავში როგორ დავბრუნდები“ - ალექსანდრა პაიჭაძის და ლაურა ღაჭავას დაპირისპირება გრძელდება

1764568164
პაიჭაძე და კოდუა

ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობით, პირადი ცხოვრების სკანდალებითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.

გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს. 

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან „გააგდო“.

ამ განცხადებას თავად დავით კოდუას დედის პასუხი მოჰყვა:

„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“, - ამბობს ლაურა ღაჭავა.

ალექსანდრა კოდუას დედას კვლავ სოციალურ ქსელში პასუხობს და გადაწყვეტილებას ღმერთს ანდობს:

„დათოს დედის პასუხი)) ხალხო, რა უნდა ელაპარაკო. მართლა ღმერთმა გადაწყვიტოს. ვილოცებ.

„სქრინებს“ ხომ არ გამოვფენ, ამ ნაგავში როგორ დავბრუნდები“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

შეგახსენებთ, რომ პაიჭაძემ რამდენიმე თვის წინ დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ენერგეტიკა მკვეთრად იცვლება, რადგან მთვარე გადადის ცეცხლის ნიშანში“ - 1-ელი დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა“ - რას ამბობს დავით კოდუას დედა ალექსანდრა პაიჭაძეზე

1-ელი დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით