ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
„წლის დასაწყისში ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში ვახსენე, რომ კავკასია იქნებოდა საომარი რისკის ზონა. დილის საათებში აზერბაიჯანი დაიბომბა!
საკმაოდ ბევრი სიახლე გავრცელდა, მათ შორის ირანის ისლამურმა გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში არსებულ ამერიკულ საელჩოებს თავს არ დაესხმებიან. თუმცა, ირანს სურს ეკონომიკურ ბლოკადაში მოამწყვდიოს დასავლური სამყარო და ამისთვის გამოიყენებს სხვადასხვა ენერგოობიექტების დაბომბვის მცდელობას.
კითხვა მქონდა შემოსული, რამდენად შეეხებოდა ეს ქართულ ინტერესებს და ერთ-ერთი ასეთი მათგანი შესაძლოა იყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიც. ამას გადაჭრით არ ვამბობ, უბრალოდ შორ მანძილზე გახედვით ამის ვარიანტი იარსებებს.
აზერბაიჯანში ნახჭევანის დაბომბვას (იხილეთ ვიდეო კომენტარებში) მოჰყვა თურქეთის მიმართულებით მორიგი რაკეტის გაშვება, მაგრამ არცერთი მათგანისადმი გაცემული ბრძანება ირანულ მხარეს საკუთარ თავზე არ აუღია.
არ გამოვრიცხავ ეს იყოს კარგი ანკესი ამერიკელების მხრიდან, რათა აზერბაიჯანული და თურქული საჯარისო ნაწილები ბრძოლაში ჩართონ.
დილის და შუა დღის საათებში დაიბომბა ირანის ქალაქი „სანანდანჯი“ და მანდ განთავსებული სამხედრო ბაზა.
შუა დღის საათები მონაცვლეობითი იერიშებით იყო მოცული ორივე მხარის მხრიდან.
ირანელებმა პირველად გამოიყენეს მძიმე კალიბრის „ჰურამშაჰრ 4“ ტიპის რაკეტები თელ-ავივის ცენტრზე შეტევის დროს, ხოლო ამერიკელებმა ,,თომაჰავკის" ტიპის ულტრამოდერნიზებული რაკეტები ჩართეს ომის ველზე.
ღამით კი ირანელებმა სპარსული ,,ქიამათები გამოცადეს, რაც ქართულ ენაზე განკითხვის დღის" სიმბოლოდაა შერაცხილი (ვიდეო კომენტარებში).
ცოტა ხნის წინ მძიმედ დაიბომბა ბაჰრეინი, აბუ-დაბი, ასევე სირენების ხმა ისმოდა ისევ ისრაელში.
ამერიკული მინისტრთა საბჭოს განცხადებით, აშშ ირანთან 100-დღიანი ომისთვის მზადაა! ამის საპასუხოდ დღეს ბრიტანეთის პრემიერი ,,სტარმერი" განცხადებით გამოვიდა და ბრძანა, რომ დიდი ბრიტანეთი არაა მზად ომს შეუერთდეს, ტრამპს არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გეგმა.
ჯერჯერობით, ევროპულ კულუარებში არაა სრული იდილია ამ სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით, თუმცა საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. ჩინეთი, არც თუ ისე თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, რადგანაც დაახლოებით 16 თვითმფრინავისგან შემდგარი უზარმაზარი არმადა მიახმარა ირანულ არსენალს, ეს კი მარაგის შევსებას და ომის გახანგრძლივებას უდრის.
ბოლო ცნობებით აქტიურად განიხილება ქურთების სამხედრო ძალის გადასროლა ირანის მიწებზე, რათა დაიწყოს სახმელეთო შეტაკებები, ტრამპი მათ საჰაერო დაზღვევას ჰპირდება. მოკლედ, მთლიანი მარტის თვე გარდამავალი ციკლებითაა დახუნძლული.
მე იმედი მაქვს, რომ ეს ომი დროულად გაჩერდება, რადგან ეს დაპირისპირება სერიოზულ გაუგებრობებს მოუტანს ერებსა და ცალკეულ ეკონომიკურ სექტორებს, შედეგებს მალე იხილავთ. წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ მონაკვეთს გადის ახლა დედამიწა.
დრონებით იერიში იყო წუხელ ღამით ოკუპირებულ აფხაზეთშიც!
ვინც ხართ ოკუპირებულ აფხაზეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, კვიპროსზე და ყველა საომარ ზონაში მყოფი ქართველები, თხოვნა მექნება მიჰყევით სახელმწიფოსგან შემოსულ ინსტრუქციებს და დაიცავით პროტოკოლი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
⭕რაზე მიუთითებს რაიმე ნივთის გაფუჭება ან დაკარგვა - რა გზავნილებით გვაფრთხილებს სამყარო