Digest Logo

🎥 „ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას განთავისუფლდეთ იმისგან რაც ხელს გიშლით“ - 20 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან!

1750398869
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

დღეს ასევე მზებუდობის წინა დღეა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას განთავისუფლდეთ ყველაფერ იმისგან რაც ხელს გიშლით  და რისი დატოვება წარსულში გსურთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი 

ენერგია აქტიურია, თუმცა ეცადეთ არ გადადგათ ახალი ნაბიჯები და არ იჩქაროთ. კარგი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. 

კურო

კარგი იქნება გადააფასოთ ღირებულებები და რაღაცების დანახვა შეძლოთ ახლებურად. კარგი იქნება ეს დღე სახლს დაუთმოთ. 

ტყუპები

დღეს კარგი იქნება დაასვენოთ თქვენი გონება ზედმეტი ფიქრისგან, მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვას. 

კირჩხიბი 

მნიშვნელოვანი დღეა, შეიძლება ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოგიჩნდეთ, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი მეტად აქტიური იქნება.

ლომი 

საინტერესოა დღეა, ენერგია კვლავ აქტიურია და ეცადეთ სწორი მიმართულებით მიმართოთ და არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ქალწული 

შეიძლება ბევრი საქმე გქონდეთ შესასრულებელი, ეცადეთ ზედმეტი ყურადღება არ მიაქციოთ დეტალებს. 

სასწორი 

ეს დღე ჰარმონიის შემომტანი იქნება, ეცადეთ სხვების ემოციები არ გადმოიტანოთ საკუთარ თავზე. დაუთმეთ ეს დღე საკუთარ თავს და სურვილებს.

მორიელი

ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობებს, გარკვეულ სიტუაციებს სხვა თვალით შეხედოთ და გადააფასოთ. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ეჭვიანები. 

მშვილდოსანი

ბევრი ენერგია გექნებათ, მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებით მიმართოთ. ეცადეთ კონცეტრირდეთ რეალურ საქმეებზე და იმ მიზნებზე, რომლის განხორციელებაც გსურთ უახლოეს მომავალში.

თხის რქა

საინტერესო დღე გელოდებათ, გაქვთ საშუალება ადრე დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. 

მერწყული

აუცილებელი და სასურველია გამოხატოთ ემოციები და არ დაიტოვოთ საკუთარ თავში. იყავით გულწრფელები ახლობელი ადამიანების მიმართ.

თევზები

ეცადეთ იყოთ აქტიურები და წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და გაიმყარეთ პოზიციები. გადადგით თამამი ნაბიჯები და აიღეთ პასუხისმგებლოობა საკუთარ თავზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენი სიტყვები დღეს სხვებზე დიდ გავლენას იქონიებს“ - 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით