
20 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი ამინდია, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა ბორჯომში, +26 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში 17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში + 30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი ხართ...“ - თაკო საზინა ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „დათო საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, დედა ვერასდროს აჩერებდა...“ - რას ჰყვება თათია კენჭიაშვილი ძმაზე?