სავსემთვარეობა ასტროლოგიურ სამყაროში და მათთვის ვისაც ამის სჯერა გამორჩეული პერიოდია.
ამ დროს ადამიანები საკუთარ სურვილებს განსაკუთრებულად ჩაუთქვამენ ხოლმე მთვარეს და ასტროლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ითვალისწინებენ.
მთვარე ამ პერიოდში მერწყულის ზოდიაქოშია. სავსემთვარეობის სირთულესა და მის ასპექტებზე ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„19 აგვისტოს გვაქვს სავსემთვარეობა და სუპერმთვარე გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარის დისკი ჩვეულებრივზე უფრო დიდი იქნება, რადგან მთვარე უფრო ახლოსაა თავის პერიგრიაზე.
ეს სავსემთვარეობა საკმაოდ რთულ მომენტს ემთხვევა, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე დღეები, ფაზის შეცვლის დღეა, სატანური დღეების სახელითაცაა ცნობილი ზოგიერთ სკოლებში, ამიტომ ასეთ დღეებში მნიშვნელოვანს არაფერს ვიწყებთ.
22:26 სთ-დან მთვარე იქნება უკურსო, მომდევნო დღეს ის ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და გადავა თევზებში.
რაც შეეხება სავსემთვარეობას, მისი პიკი უწევს 22:25 საათზე, მერწყულის ზოდიაქოში.
19-ში მზისა და მერკურის ქვედა შეერთებაც გვაქვს. ეს მოასწავლებს, რომ მერკურის ყველა საქმე თავის კულმინაციას აღწევს.
გვაქვს ამ დღეს კიდევ ერთი დაძაბული ასპექტი, ვენერას კვადრატი იუპიტერთან და ვენერას ოპოზიცია სატურნთან. ეს ორი ტრანზიტი ხაზს უსვამს პარტნიორებთან და ფინანსებთან სიფრთხილის გამოჩენას. ტრანზიტები მოიტანს ფუჭ მოლოდინებს, სირთულეებს ურთიერთგაგებაში, დათრგუნვა, მოსალოდნელზე ნაკლებ მოგებას,
არ უნდა გამოგვრჩეს მზისა და ურანის კვადრატი. ეს არის სტრესული ასპექტი, რომელიც წინა დღის უსიამოვნო მოლოდინების თემას აგრძელებს.
სავსემთვარე არის ყველა პროცესის კულმინაცია, შესაბამისად მოვლენები იქნება უსიამოვნო და არაპროგნოზირებადი.
არ დაიწყოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, არ შეიძლება ახალი სამსახურის დაწყება, ნუ მიმართავთ უწყებებს, მოგზაურობაშიც არ წახვიდეთ, არც ქირურგიული ჩარევაა კარგი. დაკავდით რუტინული საქმით“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ უნდა აარიდოთ თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს კვირის დღეების სწორად დაგეგმვით
⭕როგორ აღვნიშნოთ ფერისცვალების დღესასწაული - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ