Digest Logo

🎥 „ეს კვანძი კავშირშია შინაგან კრიზისთან, ტრანსფორმაციასთან, მაგიასთან, ვნებებთან..“ - მარიამ შუკაკიძე 1-ელი მაისის სავსემთვარეობაზე

1777624004
მარიამ შუკაკიძე

2026 წლის 1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:22 საათზე, სავსემთვარეობა მორიელის მე-12 გრადუსზე, კუროში მყოფი მზის საპირისპიროდ შედგება. ასტროლოგების შეფასებით, ეს არ არის სტანდარტული მოვლენა, ეს არის 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური კულმინაცია, რომელიც პლანეტა პლუტონის მძლავრი ჩარევით ხასიათდება.

სავსემთვარეობა კურო-მორიელის ღერძზე ეხება რესურსებს, ფულს, სხეულს, ნდობას, ვალებსა და ღრმა ემოციურ ინვესტიციებს. 

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს და წმენდის რიტუალებს გვთავაზობს, რაც სავსემთვარეობის მომდევნო დღეებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ:

„მზე კუროში გვყავს, მთვარე მორიელში, ეს კვანძი კავშირშია შინაგან კრიზისთან, ტრანსფორმაციასთან, მაგიასთან, დამიწებულობა, მატერიალური სამყარო, ვნებები, რასაც ვეჯაჭვებით ძალიან. ორივე ნიშანი არის მესაკუთრე, ამიტომ კარგია გადავაფასოთ, თუ რამდენად ვართ ეგოისტები, რამდენად ვართ მიჯაჭვულები, მესაკუთრეები... 

სავსემთვარეობაზე მარილით წმენდა კარგია.

იდეალურია, გაიწმენდთ ტოტალურად, კარმული წმენდა შეიძლება მოხდეს. 2-3 დღე გაქვთ ამისთვის, გაიხსენით გზები, ეს ენერგიები აქვს სავსემთვარეობას, მოგაშოროთ მტრები და ავი თვალი. 

თუ ვიზუალურად კარგად აღიქვამთ ყველაფერს, მაშინ დაწერა არ გჭირდებათ, თუ გნებავთ დაწერეთ.

ვინც წერთ, უნდა დაწეროთ ასე: „მე ვთავისუფლდები ნეგატივისგან“, „ჩემგან მიდის პრობლემები“, „ვმდიდრდები“. დაწერეთ ის რაც გინდათ, ოღონდ კონკრეტულად. 

ვისაც წარმოსახვა აქვს განვითარებული, წარმოისახავთ, რომ ის ცხოვრება გაქვთ, რაც გინდათ, ამიტომ ჯერ წინასწარ უნდა იცოდეთ რა გინდათ, კონკრეტიკა უნდა ჩანდეს, ვინ მინდა ვიყო, როგორია ჩემი იდეალური მე, საით მიისწრაფვით.

თუ ეს ასე არ იქნება, გაგიჭირდებათ.

შეგიძლიათ სანთელიც დაანთოთ, თუ ბუნებრივი ცვილით, თაფლით იქნება ეს იდეალური“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.       

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ 30 წელს გადაცილებული სელებრითები, რომლებიც კვლავ მოზარდებივით გამოიყურებიან

⭕ „ჩემი სიყვარული 22 წლის გახდა!“ - ლულუ კახიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

⭕ მაისის კრიტიკული თარიღები, როცა ექიმთან ვიზიტი სახიფათოა! - ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები