„ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, შემდეგი კვირიდან კი იწყება „კოსმიური შტორმი“ მთელი თებერვალი, სადაც გველოდება მზისა და დედამიწის დაბნელებები“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მომდევნო ერთი კვირის ტენდენციებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ასტროლოგმა ნეპტუნის ეპოქალურ ცვლილებაზე და მის ნიშნებზე გავლენაზეც ისაუბრა:
„ნეპტუნი ბოლო 13 წელი მართავდა თევზებს, რომელიც სენტიმენტების ნიშანია თავიდან ბოლომდე. ამ პერიოდში იყო ტყუილების ალბათობა და ნარკოტიკები წინა ხაზზე წამოწეული, ლოთობა მომატებული. რწმენის დაკარგვა მოხდა, ეს ყველაფერი ნეპტუნის ამბები იყო. ახლა კი ნეპტუნი 2039 წლამდე გადადის ვერძის ნიშანში. ვერძი ვინ არის პირველი ნიშანი, იგი აიძულებს ბევრ ადამიანს, რომ ნულოვანი პოზიციიდან დაიწყოს ცხოვრება. მინუსი რა შეიძლება იყოს? ცეცხლი რელიგიაში, ანუ შეიძლება სერიოზული რელიგიური კონფლიქტები გამოიწვიოს, ლტოლვილებს გაუჭირდებათ ევროპაში“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 5 გეომაგნიტური დღეები:
ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი:
მოემზადეთ, თქვენს ცხოვრებაში შემოდის რეფორმატორული სიტუაციები. ენერგოტონუსი გემატებათ ყოველდღე, პოზიტიური პერიოდია. მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან.
კურო:
შეიძლება, გავლენიანი პირი გაიცნოთ და ფინანსური დახმარება მიიღოთ. უარს ამბობს დრომოჭმულ იდეებსა და ურთიერთობებზე.
ტყუპები:
გაილაღებთ, ენერგოტონუსი გემატებათ. ბევრი კონტაქტების პერიოდი და უცხოეთს მიაწექით. უცხო ენების ათვისებისთვის საუკეთესო პერიოდია.
კირჩხიბი:
ეს კვირა გამოიყენეთ, მაგრამ შემდეგი კვირა უნდა დაისვენოთ.იგრძნობთ რომ იღლებით. ინტუიცია ჯერ კიდევ გაძლევთ საშუალებას რომ პროექტები დასახოთ. ენას კბილი დააჭირეთ.
ლომი:
გაილაღებთ. საინტერესო კონტაქტების დროა. ლიდერული თვისებები მატულობს, იმუნიტეტი ძლიერდება. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის.
ქალწული:
პერიოდი კარგია, თუ ავადმყოფობდით, გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყო. ახლა დალაგების დროა, ყველაფერი ლაგდება. უმჯობესდება ხელმძღვანელებთან ურთიერთობა.
სასწორი:
ენერგოტონუსი მაღალია, განწყობა წინა პლანზე წამოიწევს. უცებ შეიძლება, მიიღოთ ფინანსური დივიდენდები და იხეირებთ. თქვენ გეძლევათ საშუალება, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები.
მორიელი:
ჯერ კიდევ კარგი პერიოდი გაქვთ, შემდეგი კვირა უფრო მძიმეა. აქ გაქვთ საშუალება, რომ პარტნიორული ურთიერთობები გაიუმჯობესოთ.
მშვილდოსანი:
ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია. ყველა ეხმარება, დები, ძმები, მეზობლებიც კი. იაქტიურეთ, დინამიკა, მეტი მოგზაურობა, შესაძლოა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
თხის რქა:
ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, როგორც პირადი ისე, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მაგრამ მცირდება ჯანმრთელობა. ამიტომ თავს მაქსიმალურად გაუფრთხილდით.
მერწყული:
აი ვინ არის ნამდვილი ფავორიტი, ყველაზე ქარიზმატული, ახალი იდეები, ლიდერული თვისებები, თანამშრომლობა, თამაშობს თქვენს მოედანზე. დიდხანს ელოდით და მოვიდა.
თევზები:
მოდის ურთულესი პერიოდი, დაბადების წინა, ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ. შეხვედრები, მოლაპარაკებები, პროექტების დასრულება, ბევრი რამ გამოგივათ საკმაოდ კარგად. ეს კვირა გაიარეთ მშვიდად.