„ფენშუის“ სპეციალისტი ეკა კვარაცხელია 2026 წლის 5 და 6 თებერვლის პროგნოზს აქვეყნებს, გარდა ამისა კარის გაწმენდის ყველაზე პოპულარულ, მარტივ და ეფექტურ აქტივაციას გვიზიარებს, რომელიც ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ:
„5-6 თებერვლის პროგნოზი:
ხუთშაბათი, 2026 წლის 5 თებერვალი - ლითონის ძაღლის დღე.
9. წარმატება.
შესანიშნავი დღეა აბსოლუტურად ნებისმიერი წამოწყებისა თუ წამოწყებისთვის. სამსახურის შოვნა, მოლაპარაკებების ჩატარება და პრეზენტაციები - ყველაფერი შეუფერხებლად, უპრობლემოდ წარიმართება.
შეგიძლიათ თამამად დაიცვათ დიეტა ან განახორციელოთ მნიშვნელოვანი შესყიდვები. ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი პროექტი აუცილებლად წარმატებამდე მიგვიყვანს და მის განხორციელებაში ჩართული პირები დაწინაურდებიან. ნაცნობობა ორივე მხრიდან ურთიერთსიმპათიით დასრულდება და რჩეული აუცილებლად მიიღებს ქორწინების წინადადებას.
ფინანსური ფერი: მწვანე
რომანტიული ფერი: წითელი
ნეგატიური საათი: 07:00-09:00
არახელსაყრელი დღეა დრაკონისთვის
5 თებერვალს გაწმინდეთ სახლის კარები. გთავაზობთ კარის გაწმენდის ყველაზე პოპულარულ, მარტივ და ეფექტურ აქტივაციას, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში - ეს გახლავთ თქვენი სახლის შემოსასვლელი კარის გაწმენდა სასიკეთო დღეებში. ეს მეთოდი შეიძლება მოგეჩვენოთ არასერიოზულად, მათ ვინ არ იცით ფენშუი და ხართ სკეპტიკური ამ საკითხში. თუმცა სკეპტიკოსებიც პირველივე ეფექტისთანავე რეგულარულად მთხოვენ მომდევნო თვეების დღეებს ამ აქტივაციის ჩასატარებლად.
როგორ გავწმინდოთ კარი სწორად:
კარი შეიძლება გაიწმინდოს დღის მონაკვეთის ნებისმიერ დროს. გაწმენდა შეიძლება ორივე მხარეს ან მხოლოდ ერთ მხარეს (სასურველია ორივე მხარეს გაწმენდა).
გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სუფთა წყალი, სარეცხი საშუალებები ან მარილიანი წყალი.(მარილიან წყალს მიაქვს უარყოფითი ფლუიდები).
ასევე შეგიძლიათ უბრალო სუფთა ჩვარიც გამოიყენოთ კარის გასაწმენდად. თუ სახლის ცენტრალურ კარზე მოფრინდა 5-ნი, 2-ნი, 7-ნი, 3-ნი, გაწმენდა მაინც შეიძლება.
პარასკევი, 6 თებერვალი, 2026 - ლითონის ტახის დღე
10. მიღების დღე.
მოქმედებისა და აქტივობის დღეა. კარგია შედეგების მისაღწევად, დაწინაურების მოთხოვნისთვის, პროექტების დაწყებისა და დასრულებისთვის და პირობების დასაყენებლად. მთავარია, ფხიზლად იყოთ და თავდაჯერებულად წარმოაჩინოთ თავი სწორ სიტუაციაში. მოერიდეთ საავადმყოფოში ვიზიტებს და ადამიანებთან არასაჭირო კონტაქტს, რადგან არსებობს ავადმყოფებისგან ინფექციების გადაცემის რისკი. ეს დღე კარგი დროა ვალების დასაფარად და ზოგიერთმა მოვალემ შეიძლება გამოთქვას ძველი ვალების დაფარვის სურვილი.
ყოველთვიური ძარცვის შა - შესაძლებელია ფულის და დოკუმენტების დაკარგვა. არ არის შესაფერისი მოგზაურობისთვის, არდადეგების ორგანიზებისა და ღონისძიებებისთვის.
ყოველწლიური ძარცვის შა - შესაძლებელია ფულის და დოკუმენტების დაკარგვა. მოგზაურობა, რემონტი, სესხება ან ინვესტირება არ არის რეკომენდებული.
ფინანსური ფერი: მწვანე
რომანტიული ფერი: წითელი
ნეგატიური საათი: 09:00-11:00
არასასურველი დღეა გველისთვის“, - წერს ეკა კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 თებერვალს საქართველოში
🎥 „მინდა ავირჩიო მეგობარი და სუროგაციით გავაჩინო...“ - რას ჰყვება გიორგი შალვაშვილი