Digest Logo

„ეცადეთ, გაყიდოთ ან გააჩუქოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ და არ იყენებთ...“ - რას გვპირდება პლანეტა ურანის რეტროგრადული ფაზის დასრულება

1770182148
ასტროლოგია

პლანეტა ურანმა რეტროგრადული ფაზა კუროს ნიშანში დაასრულა. 26 აპრილამდე ის დაასრულებს ყველა საქმეს, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო კუროს ნიშანში და 26 აპრილს საბოლოოდ დატოვებს ამ ნიშანს. ამის შემდეგ, 2034 წლამდე, ის უკვე ტყუპების ნიშანში გადაინაცვლებს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი ავრცელებს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს:

„მეგობრებო, ურანმა უკვე დაასრულა რეტროგრადული ფაზა კუროს ნიშანში და იწყებს მოძრაობას დირექტიული, ანუ პირდაპირი მიმართულებით.

მიმდინარე წლის 26 აპრილამდე ის დაასრულებს ყველა საქმეს, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო კუროს ნიშანში და 26 აპრილს საბოლოოდ დატოვებს ამ ნიშანს. ამის შემდეგ, 2034 წლამდე, ის უკვე ტყუპების ნიშანში გადაინაცვლებს.

ურანის მოძრაობა კუროს ბოლო გრადუსებზე ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში შეირყა, დაინგრა, გაუფასურდა ან თავდაყირა დადგა ფულის, ღირებულებების, დაცულობის, ფიზიკური სხეულის, რესურსებისა და ჩვეული ცხოვრების წესის სფეროში, ახლა ფინალურ სწორ ხაზზე გადის.

ურანი აღარ ჩაატარებს ექსპერიმენტებს და აღარ გამოგვცდის გამძლეობაზე - ის აჯამებს შედეგს.

კურო არის სტაბილურობის, დაგროვების, მატერიალური ბაზის და ფეხქვეშ საყრდენის ნიშანი.

ყველაფერი, რასაც ურანი აქ ბოლო წლებში - 2018 წლიდან მოყოლებული - აკეთებდა, ბევრისთვის მტკივნეული იყო.

ურანმა კუროში დაარღვია სტაბილურობა. ახლა კი, ბოლო გრადუსებზე მოძრაობისას, ის დაასრულებს იმას, რაც 2018 წელს დაიწყო.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ პერიოდის განმავლობაში და რას მოითხოვს ჩვენგან ეს პლანეტა პირდაპირი მნიშვნელობით?

როდესაც ცვლილებების, რევოლუციის და მოულოდნელი გაცნობიერების პლანეტა - ურანი - კუროს ნიშანში მოძრაობს, რომელიც სტაბილურობის, კომფორტის, ფიზიკური სხეულის და მატერიალური ცხოვრების სიმბოლოა, წარმოიქმნება ინტერესთა ერთგვარი კონფლიქტი.

კურო მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ არსებული, ხოლო ურანი ამ ნიშანში არყევს სტაბილურობას არა განადგურების, არამედ განახლების მიზნით - ახალი ვერსიით. 2018 წლიდან კუროში მოძრავი ურანი სერიოზულად ცვლიდა ჩვენი ცხოვრების მატერიალურ მხარეს.

ბევრისთვის ეს პერიოდი ძველი საყრდენის დაკარგვის განცდასთან იყო დაკავშირებული. იცვლებოდა ღირებულებები, შემოსავლის წყაროები, თვითშეფასება და მთლიანობაში ჩვენი ურთიერთობა მატერიალურ სამყაროსთან.

ბევრისთვის შეიცვალა დაცულობისა და კომფორტის მიმართ დამოკიდებულება, ასევე დამოკიდებულება საკუთარი სხეულის და ჯანმრთელობის მიმართ. 26 აპრილამდე ვიხილავთ პროცესების მკვეთრ აჩქარებას ფინანსებთან, ბაზრებთან, მიწასთან, პროდუქტებთან, სხეულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროებში, ასევე საკუთრებისა და უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, აქ უკვე ნაკლები ქაოსი და მეტი სიცხადე იქნება იმის შესახებ, თუ საით მიემართება ყველაფერი საბოლოოდ.

ამ პერიოდში თითოეული ჩვენგანისთვის გამოიკვეთება საბოლოო შედეგი იმ ღირებულებათა სისტემისა, რაც ჩამოგვიყალიბდა ამ შვიდი წლის განმავლობაში.

რაც ვერ დავასრულეთ ან ვერ გავათვითცნობიერეთ, ისევ დაბრუნდება ჩვენს ცხოვრებაში კონკრეტული სიტუაციების სახით, სადაც გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო.

აპრილის ბოლომდე პერიოდი შეიძლება იქცეს დროდ, როდესაც დანაზოგების ან შემოსავლის ძველი გზები მოულოდნელად შეწყვეტს მუშაობას.

ურანი კიდევ ერთხელ გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს ფინანსურ წყაროებს. კუროდან გასვლისას ურანი კიდევ ერთხელ მოგვცემს შანსს დავასრულოთ ყველაფერი, რაც არ გვაძლევს შემოსავალს, არ გვიტოვებს მოგებას და, პირიქით, გვაიძულებს ავიღოთ ვალდებულებები და ვალები.

ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური არხის გადამოწმება და გადაფასება, პირველ რიგში კი ვალდებულებებისა და ვალების გადახედვა. ურანს არ უყვარს ტვირთი და ნებისმიერი ვალი ამ პერიოდში არის სიმძიმე, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას 2026 წლის მაისში განახორციელოთ კვანტური ნახტომი.

ამიტომ მაქსიმალურად მიმართეთ ძალისხმევა ვალების დახურვისკენ.

თუ სრულად დახურვა შეუძლებელია, ეცადეთ რეფინანსირებას. ურანი პროგრესის პლანეტაა და უყვარს არასტანდარტული გადაწყვეტილებები. ახალი პირობების შეთანხმების მცდელობაც კი ჩაითვლება დადებით ნაბიჯად და მომავალში უკეთეს შესაძლებლობებს გაგიხსნით.

ამ პერიოდში ურანმა შეიძლება მოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილებები უძრავი ქონებისა და მიწის საკითხებთან დაკავშირებით. კურო არის მატერიალური სამყაროს, მიწის, ფუნდამენტისა და ქონების ნიშანი.

თუ წლების განმავლობაში ვერ იღებდით გადაწყვეტილებას სახლის ან აგარაკის ყიდვა-გაყიდვაზე, ბინის რემონტზე ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგებაზე, ახლა სწორედ ამის დროა - გააკეთეთ ეს მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე.

ურანის შესარბილებლად მნიშვნელოვანია მაქსიმალური განთავისუფლება ზედმეტი ნივთებისგან.

კურო დაგროვების ნიშანია, ხოლო კუროდან გამსვლელი ურანი მოითხოვს სიმსუბუქეს ტყუპების ჰაერის ენერგიაში გადასვლამდე.

მაქსიმალურად მოიშორეთ ფიზიკური ბალასტი - ძველი ავეჯი, ტანსაცმელი, ტექნიკა, რომელიც თითქოს შეიძლება გამოგადგეთ. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ბლოკავს მომავლის ენერგიას.

ეცადეთ გაყიდოთ ან გააჩუქოთ ის, რაც აღარ გჭირდებათ და არ იყენებთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს საუკეთესო დროა:

ძველი ვალების დასახურად;

გამოუყენებელი ნივთების გასაყიდად ან გასაჩუქებლად;

ბიუჯეტის გადასაფორმატებლად;

დოკუმენტებში, სათავსოებში, ანგარიშებსა და ინვესტიციებში წესრიგის დასამყარებლად.

2026 წლის მაისში მაქსიმალურად მსუბუქად უნდა გადავიდეთ, რადგან ტყუპები მობილობას მოითხოვს.

რაც უფრო მეტი ტვირთი დაგრჩებათ, მით რთული იქნება ახალ რიტმთან ადაპტაცია. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სხეულს, დავალაგოთ რეჟიმი და ვისწავლოთ ორგანიზმის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ასევე მნიშვნელოვანია ემოციური ან ფინანსური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლება, რადგან როდესაც ურანი გადავა ტყუპების ნიშანში, აქცენტი მიმართული იქნება არა ფინანსებზე, სტაბილურობასა და დაგროვებაზე ან სხეულის თემებზე - მთავარი გახდება ჩქარი ტემპი, იდეები, კავშირები, კომუნიკაცია და ცხოვრების ახალი ფორმატი.

სწორედ ამიტომ საჭიროა შევქმნათ მყარი ბაზა, რათა მარტივად შევეგუოთ ახალ რეალობას.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ძველი ციკლის ლამაზად დასრულება და გვახსოვდეს, რომ კურო ასევე ცხოვრების გემოს ნიშანია.

ურანი ამ ნიშანში გვთავაზობს ახალ ფორმატს. მნიშვნელოვანია, მთელი ამ დროის განმავლობაში შევძლოთ მივიღოთ სიხარული და სიამოვნება მარტივი რამეებით და აღმოვაჩინოთ ცხოვრების გემოს ახალი ვერსიები.

დილის ყავის დალევა ვაქციოთ სასიამოვნო რიტუალად და არა სამსახურში გაქცევისას შესრულებულ ქმედებად.
გასეირნება ვაქციოთ არა რუტინულ აქტივობად, არამედ სიამოვნებად.

ეცადეთ, შეიძინოთ ხარისხიანი ნივთები და არ გადადოთ კომფორტი მერესთვის. მაქსიმალურად გაატარეთ დრო კომფორტსა და სიმყუდროვეში, მიეცით საკუთარ თავს ყველაფრის სასიამოვნოს უფლება, შეძლებისდაგვარად.
ურანს კუროში უყვარს სიამოვნების პატარა რევოლუციები.

თუ ამ პერიოდში რაღაც თავისით წავა თქვენი ცხოვრებიდან - მაგალითად, გაგათავისუფლებენ სამსახურიდან, გაგიფუჭდებათ ნივთი ან ჩაიშლება გარიგება, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებდით - ნუ მოეჭიდებით ამას მთელი ძალით.

ეს ნიშნავს, რომ ურანი გითავისუფლებთ ადგილს რაღაც პრინციპულად ახლისთვის, რაც უკვე ტყუპებში მოვა და ეს ახალი ბევრად უკეთესი იქნება. ურანი კუროში გაძლევთ შანსს, გადააწყოთ ცხოვრება შოკის გარეშე. რაც უფრო რბილად ვთანხმდებით ცვლილებებს, მით უფრო უმტკივნეულოდ ხდება ისინი.

ხოლო რაც უფრო ძლიერად ვეჭიდებით წარსულს, მით მკაცრად და ხმამაღლა ითხოვს ცხოვრება მის გაშვებას.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ავირჩიოთ და არა ავიტანოთ. იქ, სადაც ითმენთ, ურანი ზეწოლას მოახდენს, ხოლო იქ, სადაც ირჩევთ, დაგეხმარებათ.

ამ პერიოდის წარმატების მთავარი ფორმულაა - გაარღვიეთ კომფორტის ზონა და ფეხი აუწყვეთ ახალ ერას.

მიეცით საკუთარ თავს უფლება იგემოს პროგრესისა და განახლებული ცხოვრების ახალი გემო. ურანის ბოლო თვეები კუროს ნიშანში არის ძველი შაბლონებისგან გათავისუფლების საბოლოო ეტაპი.

სწორედ ახლა შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ, რათა საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი, უფრო კომფორტული და მეტად შეესაბამებოდეს ჩვენს ნამდვილ სურვილებსა და საჭიროებებს. თუ ამ შვიდი წლის განმავლობაში ცვლილებებს ვაყოვნებდით, ახლა ისინი მაინც მოვა, თუმცა შესაძლოა უფრო მკაცრი ფორმით. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი, თავად დავიწყოთ ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში.

დაე, ყოველი თქვენი პატარა ნაბიჯი გახდეს დიდი კვანტური ნახტომის საფუძველი. გისურვებთ ამ სეზონის გავლას არა ბრძოლაში, არამედ თანხმობაში. არა ატანაში, არამედ არჩევანში. დაე, ყველაფერი, რაც ამ პერიოდში უნდა წავიდეს, წავიდეს მარტივად, ხოლო ყველაფერი, რაც თქვენია, მოვიდეს მშვიდად, სტაბილურად და დროულად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 თებერვალს საქართველოში

🎥 „მინდა ავირჩიო მეგობარი და სუროგაციით გავაჩინო...“ - რას ჰყვება გიორგი შალვაშვილი

⭕„სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება...“ - ქეთი ოდიშელი ცხენის წელზე