Digest Logo

„ეს მოვლენა უკრაინა-რუსეთის ომსაც დადებითად შეეხება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

1650265911
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 20 აპრილს მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც ადამიანებში კუროსთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს გაააქტიურებს. ცაგარელის თქმით, მოიმატებს, დისციპლინა, ორგანიზატორულობა, პრაგმატულად აზროვნება და მოლაპარაკებები დადებითად წარიმართება.

„20 აპრილს მზე ტოვებს ვერძის ნიშანს და გადადის ყველაზე სტაბილურ, მშვიდობიან, ერთგულ ნიშანში - კუროში. მზის კუროში გადასვლა ნიშნავს, რომ შემდეგი ერთი თვე მოიმატებს პრაგმატული აზროვნება, ორგანიზატორულობა, დისციპინა და შეუპოვრობა. ყველანაირ მოლაპარაკებას აუცილებლად ექნება კონსტრუქციული შედეგი, ეს პერიოდი იმოქმედებს რუსეთ-უკრაინის მოვლენებზეც. ამავე დროს კურო თავის ნეგატიურ თვისებებსაც გააძლიერებს. ესენია - სიჯიუტე და ეჭვიანობა. ყველამ გამოიყენეთ უახლოესი 10 დღე, რადგან 29-30 რთული დღეებია, ასევე მაისში გვექნება დაბნელებების დერეფანი, თუმცა რადგან მზე კუროში იქნება ამ რთულ პერიოდსაც კი მარტივად გადაიტანთ“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეიდან ამ ნიშანში 9 თვით სატანის მე-9 მოციქული გადის“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

🔵ვნების შვიდეული დაიწყო - დღეს დიდი ორშაბათია