
„მთლიანად კვირა კარგია. შესაძლებლობები ყველას აქვს პოზიტიური და სასიკეთო. მაქსიმალურად ყველამ უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი, ასევე კარგი კვირაა მკურნალობისთვის“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის“ ეთერში საუბრობს.
გეომაგნიტური დღეები ამ კვირაში გვაქვს ოთხი - 12, 13, 16 და 17 დეკემბერი.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. ასევე, არნახულად ქარიზმატული და შარმიანია.
კურო - ენერგოტონუსი უმჯობესდება, ასევე პერიოდი კარგია მოლაპარაკებისთვის, თუმცა გახსოვდეთ ენას კბილი დააჭირეთ.
ტყუპები - კარგი კვირაა თქვენთვის, ენერგოტონუსი მაღალი აქვთ. ხდება უფრო დამოუკიდებელი, ასევე შეიძლება ახალ პარტნიორებთან დაიჭიროს საქმე.
კირჩხიბი - უკეთესად იგრძნობთ თავს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს. ნაკლებად იღლებით. ამ კვირაში შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადებები.
ლომი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ქარიზმატული, ენერგიული და ინიციატივიანია. ეს პერიოდი არის სწავლისთვის ძალიან კარგი, ასევე ლატარიებსა და კონკურსებში მონაწილეობა მათ წარმატებას მოუტანს.
ქორწინებისთვის და პირადი ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია.
ქალწული - ემოციები ამ კვირაში ჩაცხრება და საღი და ლოგიკური აზროვნება წამოიწევს წინ. გამოჩნდებიან ახალი პარტნიორები, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.
სასწორი - ძალიან კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობისთვის და მატერიალური დივიდენდების მისაღებად. სამართლიანია, რის გამოც საზოგადოების მხრიდან უფრო დიდი დაფასება აქვს.
მორიელი - ფსიქოემოციურად უფრო გაწონასწორებული ხდება, უძლიერდება ინიციატივა. ძველი საქმეებიდან შესაძლოა მიიღოს მატერიალური შემოსავალიც.
მშვილდოსანი - ახლა ამათ ვერ გააჩერებთ, ყველაზე იღბლიანები, ენერგიულები და ფრიად კონტაქტურები არიან. ეცადეთ უბრალოდ ახლობლებთან არ გამოავლინოთ სარკაზმი და სიხისტე.
თხის რქა - მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი მატულობს, ფარული მტრები და ჭორები თქვენ წინააღმდეგ მოქმედებენ. ეცადეთ არ გადაიღალოთ.
მერწყული - აი, ახლა ყველაფერი გამოგდით. შესაძლოა, დაიწყოთ ახალი სამსახური და ახალ ბინაშიც გადახვიდეთ. ინტერნეტთან გქონდეს მაქსიმალური კავშირი, რათა შეძლოთ ცხოვრების განახლება.
თევზები - ნელ-ნელა გამოცოცხლდებიან, ახლა გაქვთ ფინანსურად გაუმჯობესების შესაძლებლობის შანსი. ინტუიცია მატულობს, რის გამოც სწორ ნაბიჯებს დგამთ.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ჩვენ საზოგადოება არ ვართ, ნუ იტყუები...“ - რაზე ვერ შეთანხმდნენ ირმა სოხაძე და გივი სიხარულიძე?
🔵ლელა წურწუმია დუბაიში ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს