
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს და ნეგატიური ენერგიებისგან თავის დაცვის რიტუალს გვიზიარებს:
„თვეში ერთხელ, აიღეთ ჯამი, ჩაასხით წყალი და ცოტა მარილი. შემდეგ აიღეთ ნაჭერი, გაწმინდეთ სახლის შესასვლელი კარი, ორივე მხრიდან.
ეს უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი, ოჯახის წევრები, დაიცვათ ნებისმიერი ცუდი ენერგიისგან.
ეს რიტუალი კეთდება თვეში ერთხელ, მარილს მიაქვს მთელი ნეგატივი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი ორსული ხარ...“ - ნუკი კოშკელიშვილის შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან