როგორია მიმდინარე კვირის ენერგეტიკა და ტენდენციები?
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა როგორც „დაიჯესტს“ განუცხადა, მიმდინარე კვირას სამი გეომაგნიტური დღეა, 19, 22 და 23 სექტემბერს.
ცაგარელის თქმით, სექტემბრის მეორე ნახევარი დატვირთულია ორი ასტროლოგიური მოვლენით, რომელიც გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ყველა ნიშანზე.
„შაბათი დღე ითხოვს ყურადღებას.
23 რიცხვი მნიშვნელოვანია იმით, რომ მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და გადადის სასწორში. და ისეთი ნიშნები, როგორიცაა მერწყული, მშვილდოსანი და ვერძი გამოცოცხლდებიან. ენერგია მოიმატებს, განწყობა უკეთესი ხდება.
ერთი თვე იქნება მზე სასწორში და ისეთი თვისებები, წინა პლანზე წამოიწევს როგორიცაა მშვიდობა.
დიზაინერი, ხელოვნების წარმომადგენლებისთვის საუკეთესო პერიოდი დგება. სასწორი ასევე არის სამართლიანობის სიმბოლიკა.
ასევე მოიმატებს სასწორის უარყოფითი თვისებებიდან მერყეობა და სულსწრაფობა.
ასევე მეორე მოვლენა, რომელიც ამ დღე გვაქვს ესაა - საკრალური დღე. სულ გვაქვს წელიწადში მსგავსი 4 დღე.
ანუ კოსმიური სიყვარულის პორტალი იხსნება. და აქ გვაქვს შემოდგომის დღე-ღამ ტოლობა. ამ დღეს იყო ლოცვა, ერთმანეთის მოფერება, სიყვარული და მაქსიმალურად დღესასწაულებს აწყობდნენ.
ესაა ოცნების და სურვილების ჩაფიქრების დღე, რადგან თქვენი ოცნება მიდის კოსმიურ ნათელ ძალებთან“,- აცხადებს ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილის ქორწილში ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს - შთამბეჭდავი კადრები
🎥 ანნა სულაბერიძე ბაღში წავიდა - საბავშვო ბაღიდან გამოსულმა კი დედას სამომავლო გეგმები გაუმხილა