Digest Logo

„არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ - 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1717741751
ნინა სუსლოვა

ვინ უნდა ელოდოს სასიამოვნო სიურპრიზებს და ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ სირთულეების მარტივად დაძლევას დღეს?  - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშნებს მათი პროგნოზი ასე გამოიყურება: 

♈ ვერძი

ნუ შეუშინდებით სირთულეებს, რადგან თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. იყავით მიზანდასხულები და იმოქმედეთ. 

♉ კურო

ეს დღე თქვენთვის მეტად ნაყოფიერი იქნება, გექნებათ ბევრი საქმე და გამოჩნდება ახალი იდეა. გამოიყენეთ ამ დღის რიტმი და ენერგია, იმ ყველაფრის გასაკეთებლად რისი გაკეთების სურვილიც აქამდე გქონდათ. 

♊ ტყუპები

ეს დღე საკმაოდ აქტიური და ენერგიული იქნება, მაგრამ იცოდეთ სიჩქარეში შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვათ და იყავით ფრთხილად. შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი ან ინფორმაცია მიიღოთ.

♋ კირჩხიბი

პოზიტიური დღე იქნება თუ ემოციებს არ აჰყვებით და მეტად რაციონალურად იფიქრებთ.  თუ რამე გაწუხებთ და გინდათ, რომ გაუმხილოთ თქვენ საყვარელ ადამიანს გაბედეთ.

♌ ლომი

დღეს შეგიძლიათ ბევრი რაღაცის გაკეთება და მოგვარება. შესაძლოა დადებითი დამთხვევები მოხდეს და თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალოს.

♏ ქალწული

არ იჩქაროთ და თქვენი დღე წარმატებული იქნება, რადგან სიჩქარეში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. კარგად გადაამოწმეთ ადამიანები, ვისთანაც დღეს ურთიერთობა გექნებათ. 

♎ სასწორი

დღეს შესაძლოა მცირე სირთულეები გქონდეთ, თუმცა ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს, რადგან იქნებით განსაკუთრებით შემართებით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მიიღოთ ახალი სასიამოვნო ამბავი, ან დაიწყოთ ახალი საქმე. 

♏ მორიელი

ნაყოფიერი დღე გელოდებათ, თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი შეგიძლიათ იმოქმედოთ გადადგათ ნაბიჯი და გამოიჩინოთ ინიციატივა. ასევე შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას. 

♐ მშვილდოსანი

ეს დღე თქვენთვის ცოტა ქაოსური იქნება, ეცადეთ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ეცადეთ დაისვენოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. 

♑ თხის რქა

იყავით პოზიტიურები არ ინერვიულოთ უაზრო წვრილმანებს გამო და კარგად ჩაივლის ეს დღე თქვენთვის. 

♒ მერწყული

უმჯობესია დღის პირველ ნახევარში დაისვენოთ და მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. 

♓ თევზები

კარგი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი მეტად პოზიტიური იქნება და შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ. ხოლო დღის მეორე ნახევარში შეიძლება ემოციური ფონი მაღალი იყოს და ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 გაიცანით, მიკროავტობუსის მძღოლი მანანა მოსულიშვილი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან რეგიონში გადაჰყავს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხვედით