Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხვედით

1717736364
ამინდი

7 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში ნალექიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს დღისით +31 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

წვიმიანი იქნება დღე გორში. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +24, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +33 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

⭕7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„გილოცავ, ჩვენო დედოფალო“ - ნინო ჩხეიძე იუბილარია

⭕🎥 „როგორიც „ჩემი ცოლის დაქალებშია“ ზუსტად ისეთივეა სახლშიც“- რას ჰყვება შვილიშვილი მედეა ლორთქიფანიძეზე